გამთენია


დილა გათენდა ისევ იმგვარი,
მას ცვლილებები აღარ მოჰყვება,
ღმერთო! მომეცი,რამე ნიშანი,
თორემ იმედი ისევ მოკვდება.

მზის სიფაქიზე ვეღარ მამშვიდებს,
ვეღარც სიზმრების გამოგონება,
მე საკვირველი დილა მაშინებს,
რომ მიწევს ღამის გამოთხოვება.

პოეტს,არავინ არ მელოდება,
არავინ მისმენს ტალღების გარდა,
რაა ცხოვრება,მძლიეს ლოდებმა,
და მარტო მიწევს სიცივის განცდაც.

დილა გათენდა ისევ იმგვარი,
ისევ ისეთი შუქია ახლაც,
დამელოდება ძველი თხილნარი,
სადაც ბავშობა მომიკლეს ხარბად.

ასე დღეები გლოვით გავლიე,
ვწერე ლექსების მთელი სერია,
მე სინანული ვეღარ დავძლიე,
და ჩემი მხსნელი მხოლოდ ღმერთია.

დილა გათენდა ისევ იმგვარი,
განსხვავებული არაფერია,
ღმერთო!რაღაცა მაინც მითხარი,
თორემ ცხოვრება ახლა მტვერია..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი