კაცი რომელსაც უყვარდა თეატრი


ვზივარ თეატრის დირექტორის კაბინეტის მოსაცდელში და ველოდები ჩემს რიგს.თეატრის,რომელსაც დიდი თაღოვანი ფანჯრები აქვს,მრგვალი,დიდი შემოსასვლელი კარი,ლამაზი ინტერიერი,ყველგან სახელგანთქმული მხატვრების ნახატებია მიმოფენილი,შევხვდებით ასევე ცნობილი რეჟისორების პორტრეტებსაც:ტარკოვსკი,ბერგმანი,სტანისლავსკი,აქა იქ ქართველებიც გამოერევა,ზოგსაც საერთოდ ვერ ვცნობ.
შემოსასვლელში დიდი ლურჯი ბანერია გაკიდული,რომელზეც წითელი შრიფტით თეატრის ლოზუნგია დატანილი - “თეატრი ეკუთვნის ხალხს”. ვფიქრობ შეუსაბამო ფერებია,ლოზუნგისათვის,თუმცა საინტერესოა,თეატრი თუ ხალხს გვეკუთვნის ეგებ აქ მაინც გამიმართლოს.
დირექტორის კაბინეტთან მოსაცდელი სკამები ყავისფერი ტყავისგანაა შეკერილი,მომცროა და არაკომფორტული.
ნეტავ მალე შევალ? იმედია მას მაინც მოეწონება ჩემი სცენარი,თუ არ მოეწონება,იქნებ წაიკითხოს მაინც.

-მობრძანდით!
კაბინეტიდან გაისმა ხმა.
კაცი,წამოდგა სკამიდან,ნაცრისფერი პერანგი გაისწორა,შავი,ტყავის კენგოლი მოიხსნა,თმაზე ხელი გადაისვა და კაბინეტისაკენ დაიძრა.

დირექტორი:გამარჯობა.
კაცი:თავის დაქნევით პასუხობს.
დირექტორი: დაბრძანდით,რა გქვიათ?
კაცი:საბიასი,ბატონო დირექტორო.
დირექტორი ფანჯარასთან მიდის,ერთხანს გარეთ იყურება და შემდეგ ეკითხება:ბევრი დრო არ მაქვს,გისმენთ რა გაინტერესებთ?
საბიასი: ბევრ დროს არ წაგართმევთ,სცენარი მაქვს მოტანილი,მინდა,რომ გაეცნოთ.ფრიად ამაღლებული სურვილი მაქვს,რომ დაიდგას!
დირექტორს დამცინავად ჩაეღიმა.
-თქვენ იცით რამდენი მოდის დღეში ასე?
საბიასი - სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არმაქვს.
დირექტორი: კარგით და მაინც რაზეა ეს თქვენი სცენარი? ან რითია იგი განსაკუთრებული?
მაგ ირონიული ჩაღიმებისთვის ახლავე გესვრი კოლტიდან,რომელიც მარცხენა ჯიბეში მიდევს და მერე შენ გვამს წავუკითხავ სცენარს,მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ აქ მაინც უნდა გამიმართლოს!
- ჩემი სცენარი არის კაცზე,კაცზე,რომელსაც ძალიან უყვარს თეატრი და განსაკუთრებულს იცით რა ხდის? ის,რომ იგი გრძნობს თეატრის მთელ ნატიფ ხელოვნებას,განსხვავებით სხვა მოკვდავთა,მან გასწირა მისი ცხოვრება თეატრისთვის,ხომ გაგიგიათ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი,რომ სჯობს,გაეცანით.  
დირექტორი:ყმაწვილო,რამდენი წლის ბრძანდებით?
საბიასი:27. მოკლედ უპასუხა მან.
დირექტორი: კარგით,დატოვეთ თქვენი ნამუშევარი,მე მას გადავხედავ,როცა ამას მოვახერხებ,შევთანხმდით?
საბიასი: არა.
დირექტორს სახეზე გამომეტყველება შეეცვალა,მისი თვალები აშკარად ამბობდნენ,რომ გაურკვევლობაში იყო.
საბიასმა განაგრძო.
- ყველა ასე ამბობს,მაგრამ თვეები გადის,თუმცა ხაზზე არავინ გამოდის,ვაკითხავ ათას თეატრს,კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ მაინც და ყველა ასე ამბობს. არ ვაპირებ ჩემი დრო თქვენს ლოდინში გავფლანგო,კარგად ბრძანდებოდეთ.
იგი,დირექტორის პასუხსაც არ დალოდებია,მოიხურა მძიმედ კარები,ქუდი დაიფარა და წამოვიდა. ბოლოს ერთხელ შეხედა სევდიანმა ლოზუნგის აბრას და მიხვდა,რომ ჭეშმარიტება არ არსებობს.
მას,დირექტორისთვის კიდევ ბევრი რამის თქმა სურდა,თუმცა გადაიფიქრა,ვერ იტანს,როცა ხალხს უხეშად ესაუბრება,მაგრამ ხანდახან ასეც უწევს ხოლმე.

როგორც კი თეატრის ეზოდან გამოვიდა,დაკუჭული წითელი მალბოროს პაჩკიდან ბოლო ღერი ამოაგდო,მოუკიდა და მძიმე ნაფაზებით გაუყვა გზას სახლისკენ.

•მონოლოგი•

ნუთუ ამ ხალხს მართლა არ ესმით,რომ მე ეს მჭირდება? ვერ ხვდებიან,რომ მე მხოლოდ ეს გადამარჩენს? ჯანდაბა რა პატარა ვარ. ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდეს,მეც მინდა ვიგემო,როგორია გამარჯვების სიტკბო,მინდა ვნახო,როგორ ასრულებენ გამოცდილი მსახიობები ჩემ სპექტაკლს,რა ნუთუ არ შეიძლება? 
მაგრამ ჭეშმარიტება არსად არის და ეს ყველაფერი ქაოტურად მომაბეზრებელია.


საბიასი სახლში მივიდა,კარები ჭრაჭუნით შეიღო,წყვდიადისებური სიბნელე კარის მარცხნივ მოთავსებული დენის წყაროთი გაფანტა,პალტო სკამზე მიკიდა,პატარა სახლი იყო,სულ ორი ოთახი,ერთი საწოლი იდგა,რომელზეც ძველისძველი მატრასი ეგო ცარიელად,ერთი მაგიდა და ერთი პატრა სკამი,მაგიდაზე ფურცლები და წერილები ეყარა,ზოგი კალმით იყო ნაწერი,ზოგი ფანქრით,ასევე იდო წიგნები,რომლებსაც ალბათ ის კითხულობდა,დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი,იდიოტი,კამიუს ამბოხებული ადამიამი. ძველი ჟურნალებიც იდო,პორნოგაზეთები შიშველი ქალებით,
ძირს იატაკზე ეყარა მისი ფეხსაცმელები და წამლის ყუთები. სამზარეულოსთვის განკუთვნილი ტექნიკა,თითქმის არ ქონდა,ერთი ძველი გაზქურა და მის ზემოთ მოთავსებული იყო კარადა,კარადა ცსრიელი არყის ბოთლებით იყო თითქმის სავსე,სხვადასხვა იფასიანი მარკები:”ხლებნაია”, “ტალკა”, “სელსიუსი”
ოთახს ერთი ფანჯარა ქონდა,ოთახის ყველაზე ნათელი ადგილი ფანჯარა იყო,რადგან ფანჯარაზე ქოთნის ლამაზი ყვავილი იდგა,როგორც სჩანს საბიასს უყვარს ყვავილები. ფანჯრიდან მარცხნივ ძველი კარადა იდგა,კარადაზე კი ტელევიზორი,რომელიც გაბზარული იყო და მხოლოდ ნახევარ ვიზუალს აჩენდა.

მძიმე,შავი ბათინკები გაიხადა და ლოგონის გვერდით დააწყო,პერანგის ზედა ორი ღილი შეიხსნა,ბალიშის გვერდიდან არყის ახალი,გაუხსნელი ბოთლი ამოიღო,სკამი ფანჯარასთან მიდგა და სანამ დაჯდომა დააპირა,ჭიქა წყლით ააავსო,ყვავილს ნელ-ნელა დააცალა და თან თქვა:მიყვარხარ ფირუზო,კარგია,რომ შენ მაინც არ კვდები.
მერე სკამზე დაჯდა,პერანგის გულის ჯიბიდან მშობლების ფოტო ამოიღო,ნაღვლიანად დახედა,მერე გაუმარჯოსო შესძახა და გულიანად მოიყუდა არაყი.

ყვავილის ღეროს ხელი მოავლო,თითქოს ეფერებაო მას და უთხრა:
- ფირუზ,ჩემო მეგობარო,ნუთუ ოდესმე გათენდება დღე,დღე,რომელიც იქნება ჩემი გამარჯვების?
ფირუზისგან იგი,რა თქმა უნდა,პასუხს არ ელოდა,მაგრამ ისეთი თვალებით დასციცინებდა მას,რომ სურდა მისგან ერთი პატარა კი გაეგონა,მაგრამ შეუძლებელია,ყვავილები ასაუბრდნენ.
ფირუზი,საბიასის მეგობარია წლებია,იგი უფრო მეტ მოგონებას იტევს,ვიდრე მისი ყველა ნივთი ერთად.

- სიგარეტი?სიგარეტი არმაქვს,ჯანდაბა.
საბისი სკამიდან ადგა,მისი მძიმე,შავი, ტყავის ფეხსაცმელი ჩაიცვა,ლურჯი ჯინსი ზედ გადაიტარა,პალტოს ხელი მოჰხვია და ოთახიდან გავიდა,კარი ნელა მოხურა,არც კი ჩაუკეტავს და დაეშვა მესამე სართულის კიბეებიდან ძალიან სწრაფად.
უბნის მაღაზიას მიაკითხა.

- სალამი ეთერი ბებო,როგორ გიკითხოთ?
- კარგად შვილო,შენ როგორ ხარ,როგორ მიდის შენი თეატრის ამბები?
ეთერი ბებო,მაღაზიის გამყიდველი იყო,საბიასი მისი ხშირი კლიენტი იყო და ამიტომაც კარგად სცნობდნენ ერთმანეთს,ტკბილი და ადამიანური მოკითხვით საბიასის ცხოვრებაში მხოლოდ იგი გამოირჩეოდა.
- ისევ ისე,ახალი არაფერია.
- ღმერთი აუცილებლად გადმოხედავს შენნაირ ნიჭიერ ხალხს,გული არ გაიტეხო.
ღმერთი?საბისმა კარგად იცოდა,რომ ღმერთს ნამდვილად არ შეეძლო მისი დახმარება,მაგრამ გამყიდველს თავი თავაზიანად დაუქნია,მადლობის ნიშნად.
- ერთი წითელი მალბორო და მოცვის კევი,თუ შეიძლება.
- რა თქმა უნდა,შეიძლება შვილო.
მაღაზიიდან გამოვიდა,სიგარეტი გახსნა,ერთი ღერი ამოაგდო და მოუკიდა.

ახლა,სახლში რა უნდა ვქნა? წავალ გავისეირნებ,ხვალ კი ისევ,რომელიმე თეატრს მივაკითხავ,მე არ უნდა დავნებდე.

მისეირნობდა საბიასი,მძიმე,შავი წყვდიადისებური ფიქრებით გატენილი,
და უყურებდა ათას ფერად ვტრინებს,სადაც უამრავი ხალხი თავიანთ საქმეს გაფაციცებით ასრულებდა,ბანკებში,სავაჭრო ცენტრებში,საკვებ ობიექტებში,ყველა დაკავებული იყო,საბიასის გარდა.
მიდიოდა,თუმცა საერთოდ არიცოდა სად ან რისთვის მიდიოდა,უბრალოდ სურდა სიარულით,თავისი უბედობა ცოტა ხნით მაინც გაეფანტა. ხან სიგარეტს ეწეოდა,ხან ქურთუკიდან ძველ გაზეთს ამოიღებდა და თვალს შეავლებდა.
ქუჩის ბოლოს იდგა ერთი მაღაზია,რომელსაც დიდი ვიტრინა ჰქონდა,ვიტრინის მიღმა კი იჯდა გოგონა,
საბიასის თვალები წამით შეკრთა,საბედნიეროდ ეს გოგონაც გარეთ იყურებოდა და მათი თვალები გადაიკვეთნენ.
მას ნაზი,მკრთალი ლამაზი სახე ჰქონდა,დიდი შავი,ხუჭუჭა თმები და ძალიან მოწყენილი ჩანდა. მის წინ დიდი დახლი იდგა,დახლზე ათასი ხარახურა ეწყო,საბიასს ყურადღება არც კი მიუქცევია,იმდენად შეიპყრო გოგონას სილამაზემ.
თუმცა მან იცოდა,რომ გოგოებთან საუბარი მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა,თუნდაც,რომც მისულიყო და გამოლაპარაკება ეცადა,რა უნდა ეთქვა? რა უნდა მოეყოლა მისი თავის შესახებ?
ის,რომ სამი დღეა არაფერი უჭამია,ერთ კვირაზე მეტია ღამე არ ძინავს,ბევრს სვამს და სცენარებს წერს? რა უნდა ეთქვა,რომ ლექსებსაც წერს ზოგჯერ და მისი ერთადერთი მეგობარი ქოთნის ყვავილი ფირუზოა?

უკან მოტრიალდა,ძლიერას ამოიხვნეშა სიგარეტს გაუკიდა და სახლისკენ წავიდა.
გზად ქვაფენილი უნდა ჩაევლო,რომელიც ძალიან უყვარდა,რადგან გარშემო ბევრი სურნელოვანი მინდვრის ყვავილი იყო და ეს სურნელი მას ძალიან მოსწონდა.

სახლის სადარბაზოს,რომ მიადგა მასთან კნავილით ეზოს კატა,ბაჯბაჯა მოვიდა,საბიასი მისკენ დახარა,ხელში აიტაცა და მოესიყვარულა.
-ბაჯბაჯააა!როგორ მომენატრე,სად იყავი კი მაგრამ აქამდე,რომ არ ჩანდი.
ფისომ ლოკვა დაუწყო საბიასის თითებს,თითქოს მასაც მოენატრა იგი.
-წავედით,დღეს ჩემთან მოდიხარ.
ბაჯბაჯა და საბიასი კიბეებს აუყვნენ სახლისკენ,სახლში მისულმა ფეხსაცმელი და პალტო გაიხადა,ფისო ჩამოსვა და ფანჯრისკენ გაემართა.
-სახლში ვარ ფირუზო,როგორ ხარ?
ყვავილი ცოტათი მოღუშულად გამოიყურებოდა.
-რა დაგმართნია ძვირფასო,მოიწყინე არა უჩემოდ? მეც,მეც მოვიწყინე ამ ნაცრისფერ ქუჩებში სიარულით.
ჯიბიდან კოლტი ამოიღო და ტელევიზორის კარადის უჯარში დააბინავა.
საწერ მაგიდას მიუჯდა,რვეული და ფანქარი გადმოიღო და წერას შეუდგა.

“დიახ,ეს ისევ მე ვარ,დღეს 2 დეკემბრის საღამოა,აცივდა ქალაქში,ზამთრის მოსვლა იგრძნობა,თუმცა ცვლილება არ არის,დღესაც უარით წამოვედი თეატრიდან,ეს უკვე 11-ე ცდა იყო,ყოველი მათგანი კრახით დასრულდა,ხვალ ისევ მივდივარ ჩვენს უბანთან,რომ თეატრია ეგებ,ეგებ იქ მაინც გამიმართლოს.
გუშინ არ მეძინა,არც გუშინ წინ,ალბათ ვერც დღეს დავიძინებ.სხვა რა გიამბო? დღეს ერთი გოგო დავინახე ვიტრინაში, ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო,მაგრამ ხომ მიცნობ არა? მას ჩემი თავისთვის ვერ გავიმატებ.ხოო,ჭეშმარიტებას ისევ ვერ მივაგენი მამა,მახსოვს მითხარი ჩემი ცხოვრება გამომეყენებინა იმის  მიკვლევაში თუ რა არის ჭეშმარიტება,ზოგისთვის ეს ფულია,ზოგისთვის იარაღი,ზოგისგვის სულაც ახალი დღე,ჩემთვის ეს თეატრია მამა,მაგრამ თეატრს არ სურს მიმიღოს,ისინი ჩემნაირ პატარა ადამიანებზე არ კარგვენ დროს,არვიცი მათ რა სურთ,მაგრამ ეს მე ნამდვილად არ ვარ,მაპატიე მამა,ჩემი ჭეშმარიტება ვერ ვჰპოვე ისე,როგორც ამას შენ მეუბნებოდი,მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის? გავნადგურდი,არ ვჭამ,არ მძინავს,მთელ დროს ფიქრში ვატარებ და მგონი იმ წყვდიადისაკენ მივექანები,რომლიდანაც უკან არ ბრუნდებიან.
დავიღალე,არაფერია ახალი. მეგობარიც კი ვერ გავიჩინე,არავის სურს ჩემთან სიახლოვე. ვიძირები…..
დღეები მიდიან და მიდიან,მაგრამ ახალი არაფერია,ჩემთვის აღარაფერი არსებობს,ყველაფრის ხალისი შარშანდელი თებერვლის თოვლივით დაიკარგა და გაუჩინარდა,ახლა ცხოვრება ჰგავს მატარებლის სვლას,რომელსაც მარშრუტი არ აქვს და დაუსრულებლად მიდის,სად წავიყვანო ეს მატარებელი?
საით? ცოცხალი რომ იყო ალბათ მეტყოდი,მაგრამ არ ხარ და მე ეს უფრო მჭამს.
მე და ფირიზო,აი ვინ დავრჩით,მე და ჩემი ქოთნის ყვავილი,რომელიც ახლა უფრო მეტად მოიღუშა სიცივის გამო,ვიდრე წინა თვეში,გათბობა რომ მქონდეს ალბათ აღარ შესცივდებოდა.
მეშინია,რომ დაჭკნება და ისიც აღარ მეყოლება,იცი ეს რა რთული ასატანი იქნება? დავიღუპები.”
მაგიდაზე ბაჯბაჯა გადმოხტა,საბიასის რვეული მაგიდიდან გადავარდა,მაგრამ მას ყურადღება აღარ მიუქცევია,ბაჯბაჯასთან თამაშზე გადაერთო.
რვეული,რომ დავარდა,პირველ გვერდზე გადაიფურცლა სადაც ეწერა: “ვწერ,იქამდე სანამ სხეული და გონება გამიძლებს.”
-კარგი მეგობარო,ჩახტი არაფერი მაქვს რომ გაჭამო,მაგრამ აუცილებლად გიყიდი რამეს ხვალ,ახლა უნდა დავწვე ეგებ დავიძინო.
ლოგინზე ტანსაცმლიანად წამოწვა და კედლისკენ გადაბრუნდა,დიდხანს უყურებდა კედლებს,მაგრამ ძილი წამითაც არ ეკარებოდა.
ამიტომ ისევ ადგა და საწერ მაგიდას მიუჯდა.

•აგრძელებს წერას•

“დავბრუნდი,ვცადე ძილი,თუმცა ამაოდ,ჩემთან ის დღესაც არ მოვიდა,არადა მენატრება სიზმრები,მიყვარდა ბავშობაში,რომ ვხედავდი,ერთი ყველაზე კარგდ მახსოვს,დამესიზმრა,რომ დიდი ვიყავი,დიდი სცენასთან ვიდექი და და ჩემს სპექტაკლს გავყურებდი სიამაყით აღსავსე,დასრულწბის ჟამს კი დარბაზის სიჩუმე დაარღვია მაყურებლის ძლიერმა აპლოდისმენტებმა. სიზმარი აუხდენელ ოცნებად შემორჩა,ჩემს დაშრამულ ბავშობას.
ხანდახან ვფიქრობ,რომ რატომ ვარ ასე? 
მაგრამ სხვანაირად,როგორ უნდა ვიყო?
სხვებივით არასდროს მიფიქრია,არის თუ არა ჩემი თმა საკმარისად კარგ ზომაზე,მიხდება ის თუ არა, ან თუნდაც ულვაშის მოზრდას,მთელ სახეზე წვერი ხომ არ ჯობს? ასე უფრო ლამაზი ხომ არ იქნება?არც ტანსაცმელზე მიფიქრია ოდემსე,ეს ფეხსაცმელი უფრო უხდება ამ ჯინს თუ მეორე,ეს მაიკა თუ სხვა მაიკა,ჩემთვის მნიშვნელობა ამ ყველაფერს არასდროს ჰქონია,რადგან ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ადამიანის შარმი მის გულის სიღრმეში იმალება და არა იმაში თუ რა აცვია,როგორ აქვს წვერი,თმა,ან თუნდაც როგორი მანქანა ჰყავს.ეს ყველაფერი მატერიალისტური მონობის საგანია,ამ ქვეყანაზე ერთხელ მოსული,ვერ დავუშვებდი,რომ ნივთების მონა გავმხდარიყავი,ან ფულის,ფულის,რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ემონება. ჩემი გატაცება,ყოველთვის თეატრი იყო,მახსოვს პირველად მამამ წამიყვანა სპექტაკლზე “ბებერი მედროვე”,სწორედ მაგ დღიდანვე მივხვდი რა იყო ჩემი საქმე და რისი კეთება მინდოდა,მაგრამ არასდროს მიფიქრია,რომ ასეთ დღეში ჩამაგდებდა თეატრის სიყვარული,ასე უიმედოდ დამტოვებდა,ასეთ ბინაში,რომელიც ჩემს საპყრობილედ გადაიქცა,ასე უმეგობროდ თუ დამტოვებდა ვერასდროს ვიფიქრებდი,მე უფრო ლაღს და უფრო ფერად რამე ველოდი.
შევცდი.
არაუშავს,კიდევ ვაძლევ ჩემ თავს შანს,რომ გამიმართლოს,მაგრამ ვფიცავ,ფარ-ხმალს არ დავყრი მამა.”
რვეული ჩახურა,საათს გახედა უკვე დილის 9 საათი იყო,ახსოვდა,რომ უბნის თეატრი 10ზე იღებოდა. ადგა,ფანჯრიდან ფარდები გადასწია,ქალაქში მზე გამოსულიყო,ფანჯრები შეაღო,ფირუზო გარე რაფაზე დააბინავა,გვითონ გაზქურისაკენ წავიდა,რათა ყავა მოედუღებინა.
ბაჯბაჯა აკნავლდა და კარებთან დაიწყო წრიალი,იფიქრა გარეთ გასვლა უნდა,ერთი ძლიერად აკოცა კარი გაუღო და ბაჯბაჯაც დაეშვა კიბეებზე გახარებული.
ყავა დაადგა,თავად კი ოთახისაკენ შეტრიალდა,ფეხსაცმელები აიღო,ფეხზე ჩაიცვა,ტანსაცმელი არც გაუხდია,ამიტომ ჩაცმაც არ უწევდა.
ამასობაში ყავაც ადუღდა,ფრთხილად ფინჯანში ჩამოსხა,ფანჯრისაკენ გადაიწია სიგარეტს მოუკიდა და ქალაქს გასცქეროდა.
ფირუზოსაკენ ხელი წაიღო და ნაზად შეახო,
*ახხ*,ფირუზომ უჩხვლიტა,დიახ ფირუზო კაქტუსია.
- ხედავ?ჩემო ფირუზო,სიყვარული როგორი მტკივნეულია,მე შენ მიყვარხარ,მაგრამ,როგორც კი გეხები მაშინვე მჩხვლეტ,ვიცი ეს უნებლიედ მოგდის,მაგრამ მაინც ასეა. ასეთია სიყვარული,მწარეა მაგრამ მთავარი ის არის რომ ამას უნდა გავუძლოთ. ქალაქში მზეა,მე კი ეს საერთოდაც არ მომწონს,მაგრამ რას ვიზამთ,ისე არასდროს არაფერი ხდება,როგორც თავად მსურს,ამიტომ ბედს დავჯერდები.
ყავა დალია,პალტო მხარზე შეიგდო,სცენარი ხელში დაიკავა და გზას გაუყვა.
- მივალ თეატრში,ვანახებ დირექტორს ჩემს სცენარს,მას მოეწონება აუცილებლად და მალე დავდგამთ,ძალიან მალე.
გზადაგზა იგულიანებდა საკუთარ თავს.
მიდგა თეატრის შენობას.
შუაში შენობამდე ბილიკი გადიოდა,გვერდებზე კი ბზის პტარა ბუჩქები იყო ჩამწკრივებული.
თეატრის შენობა ქვით იყო ნაგები,
თაღოვანი დიდი ფანჯრებით,რომელსაც ხავსი ქონდა გარშემო მოკრული.
ხის დიდი ორმაგი კარი შეაღო და გარშემო სრულიად ნაცრისფერი ბურუსი მეფობდა. უცნაური გრძნობები დაეუფლა.
შენობის შიგნით,შუაში დიდი მრგვალი კიბეები იყო მოთავსებული,რომელსაც მეორე სართულზე აჰყავდი,ყავისფერი ხის მუაჯირი ჰქონდა. გვერდებზე უაზროდ განლაგებული მაგიდები და ბევრი კარი იყო,რომლებსაც ალბათ თავიანთი დანიშნულება ჰქონდა. გვერდით მაგიდასთან დაცვა იჯდა და საბიასიც მისკენ დაიძრა.
- უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ოთახი საითაა?
- კიბეებს აუყევით მეორე სართულზე,ხელმარცხნივ ყავისფერი კარია,აწერია ზედ არგაგიჭირდება პროვნა.
დაცვა ზედმეტად უხეში ჩანდა.

აუყვა კიბეებს,დირექტორის ოთახს მიდგა,სამჯერ დააკაკუნა და შიგნიდან ხმა მოესმა,
- მობრძანდით.
მანაც არ დააყოვნა და ამაყად შევიდა.
- სალამი,მე საბიასი ვარ.
- გამარჯობა,შეხვედრა ჩანიშნული გვქონდა?
გაკვირვებულმა იკითხა დირექტორმა.
- არა,თუმცა მინდა,რომ ჩემი სცენარი გაგაცნოთ.
- სცენარი? საინტერესოა,დაბრძნადით ყმაწვილო.
საბიას დირექტორის ამგვარი დამოკიდებულება ეხამუშა,გაუხარდა,იქნებ დღეს მართლა გამიმართლოსო და სკამისკენ მიიწია.
- მიამბეთ,რაზეა თქვენი სცენარი?
- იცით,ჩემი სცენარის სახელწოდებაა “კაცი,რომელსაც თეატრი ძლიერ უყვარდა”,ის მოგვითხრობს ადამიანზე,რომელმაც ძალიან მძიმე ცხოვრება განვლო,ბედი და საკუთარი თავი ვერსად ჰპოვა,გარდა სცენარების წერისა,მისი ოცნება იყო,რომ ოდესმე სცენაზე ეხილა საკუთარი ნაწარმოებები,თუმცა ამ ოცნებით მოკვდა. ტრაგიკული პერსონაჟია,რომელსაც ზურა ჰქვია,ხანშიშესული მამაკაცია და ყველაფერს აკეთებს ოცნების ასახდენად,თუმცა რაც არუნდა გასაკვირი იყოს,ყოველი ცდა ამაო კრახით სრულდება.
- საინტერესოა ყმაწვილო მაგრამ,იცით ჯერ ქასთინგიც არ გვაქვს,თანაც თეატრს არ აქვს საკმარისი ხარჯები,რომ რაიმე ნაწარმოებს შეეჭიდოს ამ ეტაპზე,თუმცა შემიძლია ხვალინდელ სპექტაკლზე დაგპატიჟოთ.
გაღიმებულმა მიუგო დირექტორმა.
განაგრძო:
- თქვენსავით აქ ძალიან ბევრი მოდის,მე რომ ავდგე და ყველა დავაკმაყოფილო,ამით ბევრს დავკარგავ,მხოლოდ საუკეთესოებზე ვმუშაობთ,არ მიწყინოთ ყმაწვილო.
- დაპატიჟებისათვის მადლობა,დაგემშვიდობებით.
დირექტორის სახეზე გაურკვევლობა იკითხებოდა.თუმცა მაინც ღიმილით დაემშვიდობა.
თეატრიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქნა,სიგარეტს მოუკიდა,ქუდი ძლიერად ჩამოიფხატა თავზე და სახლისკენ გზას გაუყვა.

როგორც ჩანს ეს არ არის ჩემი ბედი,
უკანასკნელი ცდა იყო ჩემო თავო,მაპატიე რომ ყველა იმედი გაგიცრუე,მაპატიე რომ ჩემ ხელში აღმოჩნდი და ასე სასტიკად გაიწირე,მაპატიე რომ შენთვის ვერ გამოვდექი კარგი,წარმატებული და რაღაცის მომტანი,ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ. შენც კარგად ხედავდი,რომ ვერსად მოვიკიდე ფეხი,სევდისა და წარუმატებლობსი ხვიარა ვარ ჩემს საკუთარ თავზე შემხოვეული და სიკვდილისყვის განწირული,თუმცა რა არის სიკვდილი,მე უკვე რა ხანია მკვდარი ვარ საბიასს. მაპატიე თავო ჩემო,არ შემიძულო.

ესაუბრებოდა საკუთარ თავს და ღრმა ნაფაზებით მიჰყვებოდა ქუჩას,ქუჩას,რომელსაც ბოლო არ უჩანდა.
სახლის ეზოში,რომ მივიდა ბაჯბაჯა წესისამებრ არ შემოეგებნა.
თუმცა წარბიც არ შეუხრია ყმაწვილს.
სახლში შევიდა,რვეული რომელშიც რაღაცებს წერდა ხელში აიღო,ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და ცეცხლი წაუკიდა, დაფერფლა მისი ყველა მოგონება. შემდეგ სცენარის ფურცლები აიღო და ისიც დაწვა.
მერე პალტო გაიხადა,სკამზე მიკიდა.
ფირუზოსთან მივიდა,შიგნით შემოიტანა,მიწიდან ამოგლიჯა და დააპირქვავა იატაკზე.
მერე ტელევიზორის მაგიდის უჯრიდან იარაღი ამოიღო სკამზე დაჯდა,გადატენა შუბლთან მიიდო და თქვა: როცა პატარა ბიჭი ვიყავი,ვერადროს ვიფიქრებდი,რომ ასე დავასრულდები,თუმცა ასე მოხდა,ვერაფერს შევცვლი,ბოდიშს გიხდით.
იყო გასროლა.
მისი სისხლი,მის უკან მდებარე კედლებს შეერწყა,მისი სული კი საუკუნო უკიდეგანობას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი