ფიქრობს გრაფი


ეჰ , რა საჩინო ვიყავი.
მკლავ-ფრთიან ტანად-მწყაზარი ,
მაღლით რომ ჰქროლვა მომინდა,
ქვე გამიდინეს ზანზარი.

მუცლითა ვფორთხავ მიწაზე,
მერქვა ვარსკვლავი ცისკრისა.
ნატიფთა თითთა სინაზე,
ახლ მტკაველთ გველნი მიზისა

მანათობელი- თვალები ,
კატისებრ მექცა საზარელს,
ღვთის მადლით დამაშვრალები,
რომ განვუდექი ნაზარეთს

ახლა კი რბიან დღეები,
ქვესკნელის გრაფ-გამგებელი,
ვწვი მე ედემსა ხეები ,
საქმე ვშვრი თავთ-წამგებელი.

და გოეთესა არ იყოს, 
ვინღა ლოცულობს ჩემთვინა.
ზეცისკენ გზები  გაიყოს
ნეტავი  ასე  მერჩივნა?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი