24.01.2018

აფერენტებმა აიტაცეს მიმავალ აღმა,
ქარი უშორესად დაგლეჯიგლ ფოლთლეებს დააკრავს სველ გზას.
არ წვიმს, არც უწვიმია , 
უხმო დღეები იწელება, ლანდების კვამლად.

ყრუა დუმილი, მიმოფანტული ქალაქის ფარდაგად, 
ნაქსოვ ხლართებად ალაგალაგ მწვანე ჩააკვდა. 
დაფნა დაცვენილ ვერხვის ქვეშ დნება, 
მზის უნახავი აქვს მხოლოდ თვალი. 

მთებს, ლოდებ ცვენილს , რამ ჩამოშალა შენი კედლები,
კითხვის ნიშნებით უყურებდა იმ ღამით მგელი. 
სიჩუმე იდგა, მოსილი ერთხმად, 
გამას დააკლდა სიმუქე ფერის . 

დახურულ ფანჯრებს რატომ არ გახსნით, 
მიუახლოვდა მოახლე კუმინს. 
სინათლე სანთლის, ჩრდილებად აჩენს,
წამში და წამად ნაფეთქ საფეთქელს.

უმთვარო ღამეს,
მარტო სიჩუმე ვერ დააპურებს, ფერდებჩაცვივნულს.
მოსწყდა ლოდი და დაეშვა დაღმა, 
თან წაიყოლა მოაზრე ხმათა. 

უმზეოდ ნაჭკნობს, რატომ არ ესმით ?! 
ვით შეგონება შორი გზებიდან, 
მოსული იყო აფერენტები, 
მხოლოდ ზევითკენ მიმავალია. 

მგელს, ხმა ჩაწყვეტილს, ნადები გულის,
ყმუილი ლოდის ლოდვამ უჯაბნა, 
მოსწყდა, მოენგრა მთას გულ მუცელი, 
და უფერული გზები მოლაგმა. 

მზე არ უნახავს, ფოთლებში შთენილს, 
ისე ამოსულს , თოთლებ დაცვენილს, 
რატომ გასცვივდა თეთრ ფანტელებად, 
ამოფენილი გულის კედლები?! 

კლეტკებად რაზმულს ისე ჩარაზულს 
თუნდ გაგიხსნია სინათლის ლახტად.
ხმაური არის გარეთ დღიანი 
და დაიშლება ასე შარაბა!!! 

ნელ მოქარული ტალღური შმუშვნა,
მიწიერ ტანგო ცვენილ ფოთლების. 
მელანქოლია აღმა და დაღმა , 
დაჯაბნე შენში შავი ფიქრები. 

მთა იძვრის , მგელი არსად არ მიდის,
უმზეურს სცვივა თეთრი ფურცლები .
ვიღაცამ გახსნა თეთრი ფანჯრები.
სიცივის, ოთახს დააწვა, მტვერი.

მისწყდა ხმა სულში , 
ჩამოიშალა ფერი კლდეების
ბოლო ფურცელი მოსწყდა თეთრგულას
მკრთლად ნაპერწკალი, სანთლის, ოთახში.

ზემოთ წასული აფერენტები,
მორჩა დაეშვნენ როგორც ეფრემი.
თავზე დაქცეულ სამყაროს ქვევით. 
მიმდოვრებული ეგდო კუმენი,