0 42

03.06.2017


ასე დამშრალი ჩემს სუნთქვებს გითმობ, შორს ცისარტელის კიდეზე მჯდომი.
გზად რომ გაივლის ცას დედამიწად და მერე ისევ მიწაზე მოდის.

ამ წუთას იცი ფიქრებმა შენზე , იმ ზღვებზე უფრო შორს მე გამრიყა და გაზაფხულის ფერების დამღად , ეს ყველაფერი ცამ ჩამოღვარა.

ჰოდა დავიწყებ სულში ბოდიალს , თითქოს მიწაზე არმაქვს ადგილი.
მთვარის ამ ცივი ფერების ლამფას, თუგადავურჩი მარტოდენ შენით.

დაბრუნდი, კარგო, მთლად ნუ ჩამძირავ, ჩემი თვალებით ნუ მაჩვენებ ფსკერს. ისედაც მცივა სულის გარედან, დაბრუნდი შენი ხელებით მინდე.

მოდი დაბრუნდი და იქნებ მერე, დაწყნარდეს ზღვები და ყველაფერი.
მოდი, დაბრუნდი ,  ისევ ყვავილობს გაზაფხულისფრად იასამანი.

დაბრუნდი, იქნებ,კვლავ  შემიყვარო და გადამმალო გულის ფურცლებში. 
გულის ქვევისკენ აფრთხიალდება ჯერ უნახავი ფრთები პეპლების.

სულის გარედან , სითბო რამ არის , თვალდახუჭული ფერების კონა.
დამუნჯებისთვის მე მყოფნის ძალა , მაგრამ სიტყვებით მაინც დავხატავ.

შენ რომ დაბრუნდი მე სულშიც მთბილა, 
შორს ცისარტყელის კიდეზე მჯდომი, გზად რომ გაივლის ცას დედამიწად და მერე ისევ მიწაზე მოდის.
კომენტარები (0)