0 18

28.05.2017


გაზაფხულს ვუძღვნი მე ამ სტრიქონებს, თითქოს და მართლაც სურნელი იდგას, ყვაოდეს ნუში, ბინძურ ქალაქში, ხალხი კვლავაც რომ შავ-თეთრად ხედავს.

სურნელი გინდათ, ბინძურ-ბოშებო?! თქვენ ვერ მიიღებთ ვერცერთი წამით. ამ სიბინძურის კორეანტელში დაიკარგება ხვალ დილის ნამი.

სურნელი გინდათ, ბინძურ-ბოშებო?! ნეტავ რის გამო ამოიჩემეთ, ეს გაზაფხულის სიწმინდე თეთრად, თქვენ ხომ სინათლის არ იცით ჩქამი?!

დარჩით ქალაქში! ბინძურ-ბოშებო! კორეანტელი მტვრის ხომ თქვენია?! იცხოვრეთ ასე ბინძურ ბოშებო , შავ-თეთრ ქალაქში გაზაფხულია!!!

მე კი დავხუჭავ , ამ ჩემს ბრმა თვალებს, და გაგექცევით, შორს, საიდისკენ. მივაშტერდები ჯერ თვალუწვდენელ, ჰორიზონტის ხაზს, გრძელ მინდვრებისკენ.

ნუ გამომყვებით ბინძურ-ბოშებო, დარჩით, აშენეთ, თქვენი რამზები. შიგ დაიმალეთ , იქნებ დაბრმავდეთ და საბოლოოდ ჩაქრეთ არსებით.

მე კი კვლავ წავალ, გავიპარები, გაზაფხულს ვნახავ ჩემი თვალებით. მწვანე მინდორზე არის ტალღები და მათ გავყვები მეც გამალებით.
კომენტარები (0)