31.08.2017


ალბათ სამყარო იტირებს ყვითლად,
თუ შემოდგომას მოჰყვება ქარი.
მზე ჩავარდება სადღაც მინდვრებში
დღეს დაეტყობა სიმუქე ღამის.

ნელი მდინარე, ჩუმი ქვითინით
მოიტანს ცრემლებს , ნაწყვეტებს ხიდან
მე ისევ ისე სიჩუმე მფლითავს,
ვერ გამიგია საითკენ მივალ.

მთვარეს, ნაფლეთად ამოსულს ცაზე,
შორს არემარეს სიჩუმით სძინავს.
დახურულ თვალებს სცვივათ ცრემლები,
სულის ნაწილი მაკლია, ვფიცავ.

თუკი სამყარო იტირებს ყვითლად
და შემოდგომას მოჰყვება ქარი,
მაშინ მზის სხივებს დავიჭერ ხარბად,
არ მინდა დღე რომ ჩამუქდეს ღამით.

უსასრულობა, მოკაზმულ შავში,
მხოლოდ იარებს დამიხსნის ახლად
და შემოდგომის, ზუზუნი, ქარის
ფოთლების ენით მოჰყვება ამბავს.

სულში ნაწილებს მე ვეღარ ვიტევ,
ვერც შემოდგომის ფერებში ვხატავ
და ასე ვფლანგავ ყოველ ჩემ სუნთქვას 
დაბადებიდან გადათვლილს, წამლად.

შორიდანვე ვგრძნობ მე შემოდგომას,
შემოპარულა სიჩუმით გულში,
მზისგან დაკრეფილ, მოწყენილ ფოთლებს
ისევ მზემდე თუ წავიღებ სულით.

უკვე ფოთლებში მე ვხედავ სახეს,
ცის მრგვალ კამარებს ამძიმებს ღამე.
ჯერ განუცდელი გრძნობებით  ვგრძნობდი,
ზედმეტად ბევრი ვიფიქრე ალბათ.

უსასრულობამ , მოკაზმულ შავში
სულით დაცლილი მიპოვა სადღაც.
ამ შემოდგომას, რომ მოჰყვა ქარი 
ყვითლად იტირებს სამყარო ალბათ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი