5.03.2017 ბრმა


ყვითელი ყვითლად, 
მწვანე, ხომ მწვანედ, 
მზე -ნარინჯისფრად, 
და ცისფრად ცაზე. 

წითელი ხორცად, ნაცრისფრად წვიმის, მელნისფერად, შორს სილაჟვარდე, 
თოვლისფრად თოვლი. 

მე ვუსმენ ღამეს, 
დღეის დღის ღამეს. 
ვარჩევდი ფერებს , 
ვხედავდი ვარდებს, 

ახლა ფერცვილი, მდუმარობს სახე. 
სილაღე გახდა გამჭუირვალე, და ელვისფერი ანათებს ცაზე. დღეის დღის ცაზე, 
დღის მზიან ცაზე. 


ყვითელი ყვითლად, 
მწვანე, ხომ მწვანედ, 
მზე -ნარინჯისფრად, 
და ცისფრად ცაზე. 

წითელი ხორცად, ნაცრისფრად წვიმის, მელნისფერად, შორს სილაჟვარდე, 
თოვლისფრად თოვლი.

 ვუმზერდი დღის მზეს, თეთრად ცაზე. 
ვნახე ფერები , 
უმზეო ზღვაზე. 

დავეარები ნარინჯის ალზე, ვფანტე ფერები გავთეთრდი ასე. 
ღამის ღამობითმე მე ვხედავ ცაზე, 
რომ ,ჟანგისფერად ხმაურობს ღამე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი