25.04.2017

ხშირად ვამბობ მე სიტყვებს ფერადებს,
თითქოს დღე-ღამით ათასვფერადებ. მოწმენდილ ცაზე გაისმის ლურჯი და ჰარმონია ჩამესმის ჩუმი.

აყვავებულ, შორს,მწვანე მინდვრებს, თითქოს საკლისობს მზე თბილ-თბილ სხივებს, 
დატიხრულ ველზე, გზებით, მიწისფრად,
დააროხინებს მეეტლე ეტლებს.

ზემოდან ქვემოთ, შორიდან ახლოს, მინდვრები ისევ , ანათებს, ლაღობს,.
მოვწყდი სიბნელეს და ვფიქრობ გზებზე. 
დააროხინებს მეეტლე ეტლებს.

წანიდან წამში, თითქოს ცალმხირივად მიედინება ეს გზის მდინარე.
ახლოს ფიქრებში, ალეწილ ფერად , დააროხინებს მეეტლე ეტლებს.

ხეებს და ტყეებს, ღრეებს და კლდეებს, ფერებს ათასს და ფერებს უნახავს, სცდება ხმაური სიცოცხლისა და 
დააროხინებს მეეტლე ეტლებს.


მე ვუბრუნდები გზისპირს, წამ ნაკლულს, ნაფიქრალს გზაზე, და თითქოს ნაპოვნს და შორიახლოს ისევ და ისევ, დააროხინებს მეეტლე ეტლებს.