ქვა


მთის აღმოსავლეთი მხარე ნათდება.  ვარსკვლავებს უფრო მძალვრი მანათობელი ცვლის.   მთის მკაცრს იერსახეს მცირე ნათელი ეფინება. ჩნდება ჩრდილები. გაწელილი და უფორმო, ობიექტის ათპირეულად შემცვლელი, გამაზვიადებელი.  მუქ ფერში იზიდება და იკვეთება  უცხო დეტალები, კედლები, ენით აუწერელი ხაზები. კონტურები სიმკვეთრეს იძენს. იქმნება უჩვეულო ჰარმონია რომელიც 
პირველი და უკანასკნელია. პირადი, განდგომილი, მხოლობითი.
იქ სადაც მოინგრა მიწის საფარი, დაკბილულია , უთანაბრო და არასწორხაზოვანი. ფერთა ვარიაბელური, დამოუკიდებელი მოქნილობით, ცვალებადი გამით შეფერადებული. მთის შინაგან კონსტრუქციას, საყრდენსა და საშენ მასალას მძიმე ბუნება აქვს. მისი განაწილება განსაკუთრებულია. ყოველი მძიმე ქვემოთ მოქცეული,
პლანეტარულ ზურგს შეჰხორცებია. ათივთიკებული ნიადაგი, წვრილი კენჭები  და მტვრის უკიდეგანო ზღვა, სიმსუბუქის გამო თავზედ აყრია. 
დაფარული ემალება ყოველივე არსებულს ქვეყანაზე. განმარტოების  შესაძლებლობას ჰპოულობს.  უფრო კი გადამალვას ჰგავს. საკუთარი თავის საკუთარ სხეულშივე.
იქ სადაც ცივმა ზამთრებმა თავისი ყინულის კვალი დააჩნიეს, ნაფლეთებად იქცა საფარი. დაიწყო ჟონვა მთის გულმა. დაკოდილივით ეტყობა კვალი ნახეთქების, საიდანაც ჰაეროვნად  იქჩეფა მძიმე კრისტალებმა. გზა ყველაზე მოკლე და დამრეცია. მიწა იზიდავს ყველაფერს. ქანების ნამსხვრევები დაგროვილა მის მიწასთან გატოლების ადგილას. შეკოლტილ სისხლივით ანთხევია, უფორმოდ , უთანასწოროდ. ყველა ერთადაა ფერისა და ზომის მიუხედავად. აქ სიცოცხლე გაფერმკრთალებულია. უფრო კი არ არსებული. 
წვრილ წვრილი ძარღვები ჩანს რომელშიაც, გამუდმებით მოძრაობენ წვრილი კრისტალოვანი ბუნების ნაწილაკები. მზის შუქი ააშკარავებს მათ. მოკლე ხილული სხივები აისხლიტებიან და განიბნევიან სითბოდ მილიონობით ასეთ კრისტალზე. 
მთა დიდი არ არის. ამიტომ დარჩა უსახელოდ. თუმცაღა შორიდან თუკი გახედავთ ჰორიზონტს სადღაც უეჭველად დაკარგავთ მის სწორხაზოვან ბუნებას. არა თვალშისაცემად და  მკაფიოდ, მაგრამ  შეატყობთ ცვლილებას.
 ერთი შეხედვით, სრულიან ხრიოკ და სიცოცხლისაგან დამშრალს ჰგავს. იშვიათია ბალახი მის ფერდებზე. რთულია აქ თუნჯა ფესვების გადგმა.  ქარმი, რომელიც ეს ოდენ ძლიერი მეგობარია მთის. უცხო მხარიდან ეზიდება ხოლმე მრავალგვარ წვრილ თესლს მის შესაფერადებლად. იმედის მცირე ნაწილაკების უმეტესობა ნიადაგზევე ხეშეშდება. მეტად ძლიერნი, უფრო კი იღბლიანნი, გადარჩებიან, მოკლე ფესვებით მოეჭიდებიან სამყოფელსა და მასულდგუმლებელ ადგილს თავიანთს. 
მკაცრი პირობებისა გამო ხშირ სიყვითლეს განიცდიან , მიუხედავად მზის სიახლოვისა. 
  ხეებსა და ბუჩქებს ვერ გაუდგამთ მის კლდოვან არსებაში ფესვი. რამდენიმე , ღეროს ამოუხედთაქვს თხელი ნიადაგი მთის დასაწყისში. ახლა კი მათი გვამები, გამხმარი და გამომშრალი შეთამაშდება ხოლმე ქარის ქროლვისას.
  მთა დიდი ხანია აქ დგას. ვინ უწყის კიდევ რამდენ ხანს იდგება. 
 ღირს კი სიცოცხლე რომელიც არ არსებობს? 
თუკი არსებობს მაგრამ უსახელოა?
ან უბრალოდ იმდენად დაბალი რომ მის სახელზე ფიქრით  არავინ იწუხებს თავს. 
ეჭვიანია მთის ბუნება, ორპირი და ცივი. მისი აზრი მხოლოდ ოცნებაა. მწარე და მომაკვდინებელი. ის არსებულად შეუმჩნეველია. ამის დაძლევა მძოლოდ ერთია, მისი საყრდენის მოძრაობა ძალუმად და ძლიერად. აღზევებასა და დაცემას შორის საზღვარი არ არსებობს.
თუკი არსებობს უმნიშვნელო და შეუმჩნეველია. საერთოდ უსახელოდ  არასაჭიროც კი. 
ასე მიდიან დღეები და სდიან ლოდები, წვეთწვეთ, დაკოდილი ადგილებიდან.
შვება იშვიათი საბყარია. 
სიმშვიდეს ფერი არ აქვს. 
ყოველ იმ ღამეს როცა ცას ღრუბელი ფარავს და მთვარე არ ჩანს.
ის სრულყოფილებაში იძირება. თანაბრდება ყველაფერი არსებული. ტოლ-სწორდება ჰორიზონტი, რომელიც არ არსებულია. სუნთქავს და ნთქავს წყალსა და ჟანგბადს. ღრმად შეიგრძნობს იმას რაც ასე სწადია. 
მაგრამ ჯერ იმდენი ხანიც არ გასულა მისი დაბადებიდან რომ დაბრძენებულიყო.  მის ოცნებას ჯერ კიდევ ფორმა აქვს. მისი ფიქრი უფრო სასურველია, ვიდრე სასურველობის რეალურობა.  სიბნელე მეტობს სიმაღლეზე. 
ყველაფერი სასურველი ხანმოკლეა.
ქარი დაშლის ზღას ღრუბლების.  ცივი მთვარე აბრუნებს ფორმებს, ხაზებს , რეალობას. 
მისი დახსნილი ძარღვებიდან ისევ დის მცირე კრისტალები. სავსე რკინით. ჰაერზე წითლად დაჟანგულით. სახელიანით, გულიანით, სასურველით. არა სიმაღლის , მისი უხილავი კრისტალური ბუნების გამო.
მაგრამ  არც იმდენი დრო გასულა რომ ესწავლა თავის სიკეთე. ისევ დაუბერავს ქარი. დააბნელებს და მოჰგვრის სიწყნარეს...
ყველა პროცესი რეალურია და დროშია გაწერილი.
ზოგიერთ დილით , როცა გათენებას მზის ამოსვლა მოსდევს, უსახელო მთის აღმოსავლეთი მხარე თბება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი