ხარი /კორიო


მე  ვიყავი ხარი.
ზაფხულის ნაშუადღევს დავიბადე, ჯერ კიდევ მაშინ როცა ცხელი ქარები უბერავდა აღმოსავლეთიდან. 
დედაჩემი გადაბუგულ მინდორზე დაწვა ჩემი ტარებით დაღლილი და კიდევ ერთი გასწია ჭაპანი ჩემს გასაჩენად. მე არაფერი მახსოვს, მხოლოდ  ჰაერის მწარე ჩასვლა,  მძიმე ჩასუნთვები. რამდენიმე ხანს ასე ჭიპლარს გამობმული ვეგდე მიწაზე. თვალი გავახილე თუ არა ერთი მოვლანდე შორს რამდენიმე მუქი ლაქა ირეოდა ერთიმეორეში. შემდეგ ყველაფერი გაწითლდა, გაცოცხლდა, რასაც თან დაერთო უცნაური ხმა რომელმაც , ჩემს არსში სამუდამოდ დატოვა გაურკვეველი კვალი. 
ასე ვეგდე მიწას და ყოველივე ახლისა და არსებულის აღქმის უნარს ვიძენდი.
წვრილწვრილი ბუზი მესეოდა, ვყარდი მწარე სუნი მდიოდა. ჩემი ბალანი  სქელი ლორწოთი  გაჟღენთილიყო. განსაკუთრებულად კი ჩემს ყოფილ საცსოვრისს ეტანებოდა წვრილი მწერი. ჰაერის ნელი დინება მაგრილებდა , ჩემი ჭიპლარიც თავისდაუნებურად გამოშრა და სამუდამოდ გამომაძევა ახალ სამყაროში.
 ცა ფერს იცვლიდა, მე ნელნელა დავიწყე. ოთხსავე ფეხზე გადავანაწილე მომცრო ტანის სიმძიმე , ბორძიკით დავიწყე წამოდგომა და ათასგზის დავენარცხე მიწას. ყოველ წაქცევაზე ახალ ძალასა და ტკივილს ვპოულობდი ჩემსავე სხეულსა და გონებაში. 
  ცას მთლად რომ გადაერთვა ღია ფერი, უკვე კარგად დამხეოდა მუხლები. ჩემში გაიღვიძა რაღაც ახლმა გრძნობამ, რაღაც  მეწოდა შიგნით, პირი მშრალი მქონდა, და უსიამო ხდებოდა ახლად დაწყებული ჩემი არსებობა. კიდევ ერთი რომ წამოვიწიე მიწაზე უსიათოდ დავვარდი და რაღაცამ მძიმედ დაიწყო ფეთქვა ჩემს შიგნით. 
 ალბათ იქვე დამთავრდებოდა ჩემი ახლადდაწყებული სიცოცხლე შეშაზე წასულ მეურმეს რომ არ ჩამოევლო.
ჭრიალით გჩერდა წიფლის ხით გაკეთებული ხარ შებმული ურემი.  იქედან სულ სხვა ქმნილება ჩამოვიდა, უცნაური აგებულებისა ვიდრე მე ვიყავი. ორი ფეხზე იდგა. უცნაური  გაუგებრობით მიყურებდა.
მერე შემსხა ურემზე და მძიმე ნაბიჯით დაიწყო სიარული მუქი წითელი ფერის ხარმა. როცა ურემი გაჩერდა, ჩემი ტვირთად მატარებელი ხარი,  პატარა განათებულ ოთახს მიაბარეს. მე კი ამ ოთახის ზემოთ ამიყვანეს და ისეთივე უცნაურმა არსებებმა დამიწყეს ყურება, თვალიერება და ხელის შეხება როგორმაც აქ მომიყვანა. ზოგი პატარა იყო და ზოგი დიდი. 
 სხვა შვილების დედის რძე დამავლევინეს და პირველად ვიგრძენი სითბო ჩემში, რომელის მიღების სურვილიც დღიდან დღემდე მიასმაგდებოდა და მაინც მიუღწევლად მეჩვენებოდა. 
  ორი კვირის შემდეგ უკვე კარგად დავდიოდი და ჩემი ფერდებიც შეივსო.  დამინახა რა უკეთესობა მეურმემ ძირა სართულზე დამტოვა, სხვებთან ერთად. 
  წითელი ხარი რომლის უღელმაც მზიდა სახლამდის, მარტო იწვა ხოლმე კუთხეში და თავის ტბასავით სველსა და მუქ თვალებს ნელა აფახულებდა. 
ერთხელ მიშტერებული დამიანახა და
განტო მქვიაო მითხრა და მის მერე ის იქცა ჩემს მამად და ძმად.
მანვე ამირჩია სახელი, კორიო.
ერთად დავდიოდით მე და ის. 
მძიმე ხასიათისა მაგრამ დაუზარელი და ძლიერი იყო. მის ურემს თვის შეშა მოჰქონდა , ტალახსა და წვიმას არ ერიდებოდა და არც მცირე საკვებს უკადრისობდა.
 ჩემი მისვლიდან ექვს თვეში, პატრონმა უცხო ადგილას წამიყვანა, სამხრეთით. პატარა მიწური იყო, პატარა ცეცხლოს კერითა და მეტალის ნახევსრთმთვარეებით სავსე.
დიდი შიში ვჭამე იქ ყოფნაში, მაგრამ ტკივილით არ მტკენია რვა ასეთი ფირგიტის გადაკვრა ჩემს ფეხებზე.
ამის მერე მე და განტო ერთად დავიარებოდით შეშაზე, ოღონდ მე მისი საზიდის მეათედსაც არ მაზიდინებდა.
კიდევ წელიწადი რომ გავიდა გულ ხორცში სხვა ჟრუანტელმა დამიწყო რბენა. მკბენდა და მწვავდა რაღაც უცხო რაც აქამდე არსად მინახავს, გამიგია და მიგვრძნია.
ორი თვის თავზე ამ სიმწარემ , თავისი სახე მაჩვენა. შეშაზე წასული გავედევნე უცხო , ჩალისფერ , ფერჩაცვივნულ და ტანმორჩილ დეკეულს.
ბევრი ეცადა დასხლტომას მაგრამ ჩემი ცეცხლი მწველი იყო და სამუდამოდ დავდაღე ჩემი სიმწრითა და სიმხურვალით.
ამის მნახველმა ჩემმა ბატონმა,
კიდევ ერთხელ წამიყვანა. ჩრდილოეთის მხარეს, ახლა უფრო მეტად შემეშინდა .
მისული სამმა მისნაირმა დიდი ჯაფის გაწევის შემდეგ გამთოკეს და ახალდბადებულივით გამაკრეს მიწას.
კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ახალი გრძნობა რომელიც მწარე იყო, და მის მერე ძველი სიცხოველე და სიშმაგე აღარასოდეს დამუფლებია.
სახლისკენ მიმავალს გზაზე უცხო, უფორმო ფიქრები მიწეწავდა გონებას.
ამის შემდეგ ჩემი სათრევი განტოს სათრევის მეოთხედი გახდა.
დრო და დრო შეშაზე წასულს მდელოზე მხვდებოდა ხოლმე ის ჩალისფერი, ჩემი სიცხოველის ხატება.
რაც მეტი გადიოდა დრო მით ნაკლებად ეტყობოდა ნეკნები და მით მეტად ევსებოდა თეძოები.
 ნახევარი წლის მერე განტოს ურემს ყელი მოსწყდა და დაღმართზე ხისა და რკინის ნაწილებს ქვეშ მოიყოლა მისი ხორცი.
იმ დღეს მე ვზიდე განტო სახლისკენ,
თითქოს პირველყოფილი ვალი მომეხადოს მის წინაშე.
იმ დღეს განტო აღარ დაყუდებია თავის კუთხეს. არც მის მერე გამოჩენილა. მისი ადგილი განაცრისფერდა და მისი თვალებივით წყლიანი გახდა.
განტო ცამეტი წლისა იყო.
ამის შემდეგ განტოს ურემი ჩემი ურემი გახდა და ჩემი საზიდიც გაოთხმაგდა.
მდელოზე ისევ მხვდებოდა ის ჩალისფერი დეკეული რომელიც დღითი დღე უფრო მრგვალდებოდა და მშვენდებოდა. არც მეჯერა რარიგ უხდებოდა მას ასეთი ხორცსავსეობა.
კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ როცა გადავეყარე მას, უკვე გასიგრძეგსნებულიყო , სიარული უჭირდა. 
რამდენიმე დღე წვიმებმა უწია და ჩემმა ბატონმაც დაგროვილი შეშა გაყიდა და ახლის მოსატანად გამომკაზმა.
იმ დილით ბალახი ცვრიანი იყო, და ფეხიც ცოტა ცურავდა. 
 ჩვენ მივადექით წიფლის ტყეს,  რომლის   ყვითელ ფოთლებქვეშ წვრილი ნაყოფები ჩანდა.
მიადგა ჩემი პატრონი და დაუწყო ჩეხვა ერთ სწორსა და მაღალ ზროს.
წვრილ წვრილი ნაყოფით მოიპენტა ხის ხირი. ცხელი ოფლის დადინების შემდეგ , ერთი ჭრიალი გაისმა რომელშიც ერთად იყო ლოცვაც, ხვეწნაც , სიცოცლეცა და სიკვდილიც.
გაკაფა და ჩემოაწყო ჩემს ურემზე სათრევად.
წვიმამ იწყო და შერჩენილი ფოთლები სულ მთლად ნამტირალევ სახიან ხატად მოკაზმა.
სახლისკენ გზა არა შორი იყო მაგრამ დაღმართი.
ფეხი მიცურდა მაგრამ სოფლის დაღმართამდე მხნედ ვიარე.
ეს დაღმართი მძიმე იყო და უძირო, სქელი ტალახი მეკვრებოდა და კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს სათრევს.
მეც სხვა რა გზა მქონდა და ვზიდავდი. სიცხე მივლიდა ძარღვებში და ძალა მქონდა. 
სახლის ჭიშკართან მისული ჩემი პატრონი გაჩერდა და იწყო უცნაური სახის  ხოკვა. ეტყობოდა რაღაც მძიმედ სტკიოდა.
ავმართე ჩემი რქიანი თავი და დავიანხე რომ ჩემი სახლი აღარ იდგა.
ატალახებული კედლებსა და ჩამოშლილ ჭერს ქცეშ მოეცვია ყველაფერი.
მივარდა ჩემი ბატონი და გაუშავდა ხელები კედლების ნაწილების ყრით. კიდევ დრო რომ გავიდა გაჩერდა და მუხლებზე დაგდებულმა დაიწყო ყვირილი რომელიც ტირილში გაგრძელდა 
ჩვენი სახლი გორაკის თავზე იდგა და გადაჰყურებდა სოფელს. ამ ყვირილის ხმაზე მოცვივდნენ სხვანი და მიეხმარნენ გადასწორებული სახლის გასუფთავებაში.
პატრონის ცოლი და ორთავე შვილი გაეჭყლიტა ჭერის სიმძიმეს.
ორ დღეში ღრმად გაჭრილ მიწაში ჩააწყეს მათი ხორცი და სამუდამო არსებობას მიაბარეს.
მეორე დღესვე ჩემს პატრონს თვალებში უცხო გრძნობა და ალი გაუჩნდა. ცოტათი შემაშინა.  დიდი ხნის შემდეგ დამიბრუნა ეს მწარე გრძნობა.
მისი ოჯახის გარდაცვალებიდან მეშვიდე დღის დილით , ჩემს გარშემო ექვს კაცს მოეყარა თავი , ხელში ბაწრით. არ მინდოდა რა დავმორჩილებულიყავი მაგრამ მიყვარდა ჩემი პატრონი და გავყევი მათ გარეთ.
ეზოში მოხუც ვერხვს გამომაბეს და იმდენ ხანს მზდიეს მარცხნიდან სანამ თოკის სიგრძემ მესამედ არ დამანარცხა მიწას. პირი დასავლეთისკენ მიმექცა , რომელიც კარგა ხანია არ გაუნათებია  დამავალი მზის სხივებს.
გავათბე  თუ არა მიწა ფერდებქვეშ
მაშინვე ვიგრძენი რომ ცოცხალი ვიყავ.
უცხო კვამლი მიმოაფრქვიეს ჩემს გარშემო , ჰაერში მიხაკის სუნი დაიფრქვა. სასიამოვნოდ გამაბრუა და მომანელა. 
უცხო უცნობმა ჩემს თავთან დაიჩოქა, ორსავე რქაზე ხელი დამისვა და უცხო და უცხო სიტყვები ჩაილაპარაკა.
მერე თვალები დახუჭა და თვალებს შორის ჩემს თეთრ ლაქაზე ყაყაჩოს წითელი ფურცელი დამაკრა.
მერე ადგა, წყალი მოიტანა და თვალებს ზემოთ დამასხა. 
ჩემს გულში არსებული უცხო შიში გაიფანტა და მე ვიგრძენი რომ არასოდეს არაფერი მქონია საშიშარი.
რადგან არასოდეს არავინ მყოლია, ერთი ჩალისფერი ხატის გარდა. 
მაშინ გამახსენდა განტოს წყლიანი თვალები და მივხვდი რომ განტო უფრო ცოცხალი იყო ვიდრე მე,
მისი სული ღელავდა მისსავე თვალებში.
ბოლოს გამახსენდა ჩემი პატრონი რომლის თვალები ჩემი სიცოცხლის პირველსავე დღიდან ვიცი როგორია, გავიფიქრე თუ არა იმავ წამს გამოჩნდა იგი . დაემხო მუხლებზე და რქებს შორის ორთავე ხელი დამადო. ეს ხელები თან ძალიან თბილი იყო და თანაც მიყინავდა ყოველივეს.
ახლა მისი თვალები სულ სხვანაირი წყლით იყო სველი . მე შემებრალა ის, მას ყველაფერი ჰქონდა და ახლა არაფრად ქცეულიყო. 
მისმა ხელმა მთელს ტანზე გადამიარა და დამიარა სიცოცლით სავსე ჟრუანტელმა.
ყველა ვინც დაბადებულა , სიცოცხლის შვილად მეორე მშობლად იპოვის სიკვდილს.
რამდენსამე წამს გაგრძელდა ეს ჩვენი სიახლოვე.
მერე სულ სხვა კაცი გამოჩნდა, ერთი იმ ექვსთაგანიდან.
დიდმა და პრიალა დანამ დამისერა და ამიწვა ყელი. ყველაფერი გაწითლდა და ტალღად დამეჯახა. ვგრძნობდი როგორ მტოვებდა სითბო და როგორ ვტოვებდი მე მიწას. ეს ყოველივე ნელი იყო და მშრალი. რამდენსამე წუთში რომელიც სიცოცხლეზე ხანგრძლივი მეჩვენა გავთავდი. საუკუნოდ გახელილი დამრჩა თვალები.
როცა დავიბადე მიწაზე ვიყავი გართხმული და ახლაც მიწაზე დავასრულე სიცოცხლე. 
მე ვიყავი სამი წლისა და სამი თვის ხარი, რომელიც მოვიდა რათა წასულიყო.

16.12.2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი