☆☆☆


გარეთ თოვს, ციდან ფიფქები ცვივა, უჩვეულო სიწყნარეა, მე მოუსვენრობა დამეტყო, რაღაც მაკლია მაგრამ რაა ეს "რაღაც" ვერ გამიგია; დილას ვიწყებ ერთი ფინჯანი ყავით და ვგრძნობ თითქოს დღეს ამ ყავასაც სხვანაირი სურნელი და გემო აქვს; ვეკითხები საკუთარ თავს რა მჭირს? მაგრამ ჩემი "მე" გაურკვევლობაშია და პასუხს ვერ მაძლევს, დუმს.
ისევ სიწყნარეა ირგვლივ, ფიფქები ახლა უფრო გამალებით მოიწევს ჩვენსკენ, თითქოს მას დედამიწა იზიდავს და მერე დაბლა ეშვება და სხვა ფიფქებს უერთდება , რომლებიც მას ეკვრიან და ფარავენ დედამიწის საფარა თეთრად და მერე თითქოს ქრება ყველა კვალი და ირგვლივ მხოლოდ  სითეთრეა, სიმშვიდეა და ნაზი შუქია.
   ვიყურები ფანჯრიდან და ასე მგონია თითქოს თოვლმა დაფარა ადამიანებიც და ამიტომაა ასეთი სიწყნარე, არ ჩანს ერთი კაციც კი, რომ მეც ვიგრძნო ცოცხალი რომ ვარ.ისეთი სისუფთავეა  გინდა, რომ ასე იყოს სულ.მინდა რომ ამ თოვლმა დაფაროს ადამიანთა ყველა ცოდვა და იყოს სითეთრე, რომელსაც  ბჭყვიალი გააქვს და სადაც ვერ ნახავ ერთ შავ ლაქასაც კი.
   აი თითქოერთი წუთით დავიჯერე კიდეც, რომ მართლაც შეიძლება ფიფქებმა დაფაროს დღევანდელი რეალობა და დედამიწა გაწმინდოს ბოროტებისგან და სწორედ  ამ ფიქრთა მიჯნაზე ჩემი ფანჯრის მიღმა ვხედავ ადამიანს, რომელიც უნიათოდ მიალაჯებენ თეთრი ხავერდით გადაკრულ დედამიწაზე და ტოვებს საკუთარ ნაკვალებს, რომელიც შავ ლაქად მოსჩანს ჩემი ფანჯრის მინის მიღმა.
მერე მე გული დამწყდა ის სისუფთავე რომ აღარ იგრძნობოდა, მერე მეორე ადამიანი გამოჩნდა, მეორეს მესამე მოჰყვა და ასე გრძელდებოდა დაყველა ტოვებდა კვალს დედამიწაზე, მე კი ისევ გული მწყდებოდა და სიმშვიდეც სადღაც ქრებოდა.
  აი ყავაც გათავდა ფინჯანში და კვლავ მივაპყარი მზერა ფანჯრის მიღმა გადაშლილ დედამიწის პატარა ნაკვეთს, აი ახლა უკვე ადამიანთა კვალიც გამქრალა და წყლად ქცეულა, ახლა შეუძლებელია, ვინმე კონკრეტულის კვალი ამოიცნო ამ წყლად ქცეულ თოვლზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ სითეთრე და სიკაშკაშე ჰქონდა, რომლითაც თავს იწონებდა.
ხო ასე მარტუვად გაქრა ადამიანის კვალი და მე კვლავ გული დამწყდა. სწორედ ასე ქრებიან ადამიანები, მიდიან და გვტოვებენ და გვიტოვებენ სიცარიელეს, რომელსაც ვეღარაფერი ავსებს.გვრჩება მხოლოდ მოგონებები; დრო გადის და ეს ნაპრალი უფრო და უფრო ფართოვდება, დრო არაა წამალი ან მალამო, რომ ამოავსოს და განკურნოს ეს ტკივილი. ხო..... ასე ერთი ხელის აღებით გვტოვებენ, ტოვებენ ამ ქვეყანას დამიდიან მარადიულ სამყოფელში, ჩვენ კი უმისობა  გვტკივა და მონატრება გვკლავს.მოველით იმ წამს, როცა მათ კვლავ შევხვდებით ძველებურად და ჩავეხუტებით ისე მაგრად, რომ ფილტვები შეეკუმშებათ და გულიც წამიერად შეწყვეტს ძგერას.....
  ხოოო.....ამ ნაკვალთა მსგავსად ზოგის კვალი მალე ქრება, ხოლო თუ ყინვამ მოუსწრო რომელიმე კვალს, მაშინ დიდხანს ატყვია კვალი დედამიწაზე. ხოდა რა კარგია, როცა ისე მიდიხარ ამ ქვეყნიდან, რომ შენი კვალი დიდხანს რჩება აქ წუთისოფელში და ამ კვალით ამაყობენ.
  კვლავ ვკითხე ჩემს "მე"-ს  რა მინდა? რა მჭირს? და ახლა მოურიდებლად, პატარა ბავშვივით, ენაწყლიანად ატიკტიკდა:რომ მე მინდა სამყარო და მასში მცხოვრები ადამიანები იყვნენ მოელვარე, მოკაშკაშე, სულიერად სუფთები და გაბრწყინებულნი.მინდა თოვლმა დაფაროს ბოროტება და არ მისცეს საშვალება დედამიწაზე გავრცელების.აი მაშინ რა ბედნიერნი ვიქნებოდით წუთისოფელში. ♥♥♥
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი