სამშობლოს


სამშობლოვ რა დღე დაგიდგა,
შეგმოსავს შავად დიაცნი,
ბუნება ტირის გმირს მიწად,
აღარ გვაქვს თვენი მზიანი.

ძაძა ახურავს იმ კლდესაც,
შუბლს იკრავს დედა ღმრთისაი,
სისხლი ღებს ყოვლად წმინდასაც ,
ცოცხალს არ ტოვებს ტიალი.

ჭედს მესაფლავე ხის კუბოს,
გმირს მოსავს დედა მტირალი,
მტრისას ჟლეტვასა ნატრულობს, 
აწ დარჩა ობლად დიაცი.

ჰოი, სამშობლოვ ბეტკრულო! საითკენ მიექანები!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი