როგორც ამბობენ ეს სიყვარული ..


როგორც ამბობენ ეს სიყვარული,
ტკივილს გაყენებს გულის არეში 
და მე მიყვარდი, ძლიერ მიყვარდი 
და ეს ტკივილი დღესაც ჩემშია. 

ეს ხასიათიც ჩემი სულისა,
ჰგავს შემოდგომის უცნაურ ამინდს,
თითქოს მზეა და მაინც ცივა,
სუსხი სულისა გავიწყებს ტკივილს.

ვთქვი აღარ მინდა ეს სიყვარული 
და ეს ტკივილიც არ შემიძლია, 
ველი გაზაფხულს მოიტანს მარტი
და დაგივიწყებ ასე მგონია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი