მთვარის პოეტი


მე უშენობა გადავიყვარე,
მაქვს სიყვარულის ფარული ნიჭი,
შენ გაბადრული ზაფხულის მთვარე,
მე მეოცნებე, შავ-თეთრი გიჟი.

ზამთარი შენს წინ მსხვერპლად დავკალი,
სიყვარულს გჩუქნი ფერად კვირტებად,
ისე ამებნა უკვე გზა-კვალი,
სიმშვიდე უფრო გამიკვირდება.

ვეღარ ვივიწყებ გატკეპნილ შენს გზებს,
ვერც ეგ სიცივე გულს ვერ მიგრილებს,
ზოგჯერ გაჩუქებ წვიმიან ლექსებს,
ზოგჯერ კი.... ზოგჯერ მინდვრის გვირილებს.

ცხოვრებამ ცრემლი არ გაიძულოს,
კიდევ მოგიწევს ჯერ აქ დარჩენა,
მთელმა სამყარომ რომ შეგიძულოს,
მე მაინც მოვალ გადასარჩენად.

ზოგჯერ სამყარო ვეღარ მიტევდა,
ტვინში წავშალე ყველა მომენტი,
შენ რომ ფიქრებით ღამეს გითევდა,
მე ვარ ის შენი მთვარის პოეტი.

მთელ ჰორიზონტზე გადაიჭიმე,
მეც აღარ მიჭირს შენი მიგნება,
სადამდეც შეძლებ სულ გაიღიმე,
და ყველაფერი კარგად იქნება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი