ყველა ვინც მიყვარდა უკვე მოვკალი


(ყველა ვინც მიყვარდა,
უკვე მოვკალი.
ჩემი სიყვარულის დანით გამოვჭერი ყელი.)
როდესაც მე ვახელ თვალებს
და იწყება დღე ჩვეული სუბტიტრებით
მჯერა რომ მათ ჯერ კიდევ სძინავთ,
ვინც მიყვარდა
და ვინც მოკვდა ჩემი სიყვარულის გამო.
მე ვილოცებ მათთვის ყოველ ლექსში.
რადგან მე ვაცოცხლებდი მათ ადამიანებად,
როცა ისინი პლასტმასის ჩინურ თოჯინებს გავდნენ.
და შემდეგ ნამდვილი ჟანგბადის სუნთქვა დაიწყეს.
ფილტვები დაებარათ
და გულის ცემამ შეაკრთო მათი ნაკვთები.
ეს არაერთხელ მოხდა.
და ყველამ ჩემს ირგვლივ დაიწყო ცხოვრება.
და ყველამ თავის წილი ტკივილი მომიზღო.
და ყველამ თავის წილი სამაგიერო გადამიხადა.
და შემდეგ,
როდესაც მივხვდი,
რომ მე შევცდი,
და მათი გაცოცხლებით,
ჩემი ყოველი სიტყვა დალბა,
და მათი ყურები დაპატარავდნენ ამ სიტყვების მისაღებად.
ყველა მოვკალი!
ჩემი სიყვარულის დანით გამოვჭერი ყელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი