სიკვდილს

ნუ დაივიწყებთ წარსულს!!
რუდუნს და ზრუნვას!!
ნუ შეეცდები შეეჭიდო პრომეთეს მკლავებს.
ნუ შეაჩერებ დედამიწას რომელიც ბრუნავს.
.................................................................
მახსოვხარ!
განა უზომოა ჩემი დათმენა?!
უკვე დრო არის!
მთიდან მინდა ახლა გაფრენა!

ნუ დაიჯერებ!
რომ ფრთები მაქვს გადალეწილი.
მე დაგაჯერებ!
წუხელ ჩემში მოკვდა სიკვდილი.

დამისხით!
ეხლა ღვინის ნაცვლად შხამი დავლიო!
დამისხით!
ვის გაქვთ ვაჟკაცობა. მკვდარი კვლავ მოკლათ.

თუ დღეს!
სამარის კართან დგას ლომი!
თუ დღეს!
ქართველმა მოიგო ომი!!
 მაშინ იცოდეთ ტურების ხროვამ.
მე თქვენ საფლავზე სიმღერით მოვალ!!