უსათაურო

ისევ  ჩვენ თუ მივულოცავთ ერთმანეთს,
ღია კარებს გამოივლის მთვარე.
ალბათ ფიქრი გაათენებს ამ ღამეს.
მოხვალ ალბათ მალე.
 
ჩურჩულებენ ეს გამდნარი სიტყვები,
სრული კრახი განიცადა ფიქრმა.
ჟრუანტელის დაბერვამდე მჭირდები,
სამოთხის და ჯოჯოხეთის მიღმა.