37


მე ვან გოგის მოლბერტი ვარ
და პროვანსის მინდორს ვგდივარ
რევოლვერში დარჩენილი
გასროლილი ცხელი გილზა.

მე ყვითელი ფერები ვარ
ცეცხლად ვიწვი უგნურთ ალში
მე ვერასდროს გამიგებენ
მე ნახატებს ვცვლი არაყში.

აფრენილი ყვავები ვარ
თავისუფალად ვფრინავ მაღლა
აღარასდროს დავბრუნდები
ყველგან ვრჩები და თან არსად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი