იმ ლამაზ დილას


------------------------------------------------------------------------
   იმ წამსვე ვიგრძენ შენი სითბო, შენი ალერსი,
როს დაგინახე მოფარფატევ იმ ლამაზ დილას,
მე, შემიყვარდა ეგ ნაქარგი შავი თვალები,
სიცოცხლე ვპოვე საუკუნოდ მე იმ ადგილას.

   გულს ჩამივარდა სიყვარული შენი თავისა,
ვთქვი, მომივლინა ღმერთმა ბედი ჩემი ცხოვრების,
ზღვას გავუტოლდი მღელვარებით, სიმშვიდით ცასა
და მივეც ფიქრსა ნეტარებით გარდუვალ გზების.

   ტანი მაოცებს შენი, ლერწმით ამონაგები,
ნაზი ტუჩები მსგავსი ვარდის, წითელი ფერის,
შვიდფერად გასდევს შენს წამწამებს ნანატრი ზოლი 
და გული ჩემი მოუთმენლად შენს მოსვლას ელის.

                        ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
                        თბილისი, 1992წ. (არქივი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი