yeahhh


აგრესიის მონაქრი და იზლუზიის ჩრდილები,
ჩვენი ძველი კერა და დასავლეთის შვილები,
მერე დიდი ქაოსი , დამსხვრეული მინები,
და კიდევ ბევრს გავუძლებთ ჩვენი გამოცდილებით.
ახლა ისევ გვიანია ის ეპოქა დაგვიმთავრდა,
სადაც მაშინ ქარი იყო ახლა ცეცხლი გაგვიჩაღდა,
ბევრი თავისი თავისთვის ათას რაღაცას იზამდა,
არ იცოდნენ რას წერდნენ და პოეზია თავს იკლავდა.
მერე იყო ბრძოლები და სისხლიანი დროება,
ახლა სადღაც დაპაუზდახალხის უმანკოება,
ახლა უფრო ხშირი გახდა ხალხის დაფასოება,
და სამწუხაროდ შემოგვრჩება, ალბათ ამაობა.
ჩაიწერდა ყველა სიტყვას რასაც აიღებდა,
ღამით ჩვენი ქუჩებიდან გვერდზე გაიწევდაა,
გახსოვს როგორ ვაგინებდი ხმას რომ არ იღებდა,
ბიჭო შენი გოგო მომე, ჩემი დამიძველდა.
შენ ატარებ ყველა დარტყმას რასაც მოგაწვდიან,
ჩვენ ვატარებთ სიმართლეს და შავები გვაცია,
არ გვჭირდება ზარები და ხალხის ოვაცია,
ნუ იაზვობ, ჩვენი ძმები სახეს მოგაცლიან.
და არ დაგაცდიან, რამე ილაპარკო,
შე ზომბების გადმონაშთო, ნუღა იგავ-არაკობ,
ჩვენ სიმართლეს ვამჟღავნებთ და რა გაქვს სალაპარაკო,
შენ მაქსიმუმ თაყვანი გვცე, ისე გაგვაფანატო.
შენ თუ რამეს დააპირებ ანონსებით მოდი,
იქნებ საიუბილეო დაგახვედრო ტორტი,
საპასუხო დარტყემებს გაძლევ, საჩოგბურთო კორტი,
და დამახიე აგერ ბიჭო შენი ყველა ჩორტი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი