ერთს


მიყვარხარ ყველა ტკივილზე მეტად,
ყველა მარტოსულ დღეებს ვიფიცებ,
შემ თუ გაქციე ამ სივრცის ღმერთად,
მერე სიკვდილზე როგორ ვიფიქრებ.

კარგად უსმინე ყველა მეტალით,
რას ვფიქრობ როცა ქარების დღეა,
მე შენი ყველა სულის დეტალით,
შემიყვარდი და დღესაც ასეა.

რადგან სულ ყველა წამს გეფიცები,
იმდენად ახლოს მჭირდები ახლა,
რომ ავდგები და ღმერთს შევპირდები,
რომ აღარსდროს გადავწყვეტ წასვლას.

შენი თმებიდან მზეს მოვიპარავ,
და ცის კიდეზე დავიწყებ ფრენას,
მივმართავ ყველა ეპოქის ღმერთებს 
რომ შეასრულონ ჩვენი სიმღერა.

ვიცი როგორია ჩემი ნიჭიც,
ღმერთმა უკეთესი შემიფარდა,
ერთი ლამაზი და რთული გოგო,
სულის ტკივილამდე შემიყვარდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი