ვცდილობ


ზოგჯერ რა ძნელია
ცხოვრებას ჩახედო თვალებში
და შემდეგ მისი შესაძლებლობა
მოაქციო ფარგლებში
იცით რა ძნელია?
თითქოს ეს ყველაფერი დაუმთავრებელია
თითქოს ეს ამძიმებს,
ან აქ რა უნდა ამ მძიმეს?!
ან, ან !?
როგორ შეიძლება ყოველთვის ვეძებდე პასუხებს?
ყველა იმ კითხვაზე რომელიც ასე ძაან მაწუხებს?!
მტკივა?!
ასე მგონია
თითქოს თქვენი ტკივილი ჩემთან მონაგონია
ვცრუობ?!
არა, როგორ გეკადრებათ
მაგრამ თქვენ ტყუილები გეყვარებათ.
თითქოს მალავთ, თითქოს ტყუით
თითქოს ... თითქოს
არვიცი !
ესეც მაწუხებს
როცა არ ვიცი
და ამ ყველაფერს მე რომ განვიცდი
ყველა წვრილმანს, ყველა სიტყვას
ვანიჭებ ფასს
და შემდეგ ამ ყველაფრის
ვახდენ გარდასახვას
ვაბუქებ !
კი მესმის, და ვხედავ
და არ ვიცი ამას როგორ ვბედავ
თითქოს პრობლემას მე თვითონ ვუქმნი
ვის?!
ჩემს თავს
თითქოს ერთი წერტილის დასმა უნდა ამ ამბავს
მაგრამ ...
ყოველთვის არის იდუმალება მაგრამის შემდეგ
და ყველაფერს გაიგე როცა წახვალ საკუთარი თავის წინააღმდეგ
მეცინება
ხომ მეცინება, თავი სულელივით ჩამიქინდრავს და მეცინება
და ამ დროს თითქოს, ჩვენი ახალი მე გვევლინება
გამარჯობა ჰარი
როგორ ხარ?
მაგრამ ისიც არ მცემს ხმას
ისიც არ ვიცი წინააღმდეგია თუ თანახმა
რისი?
დარჩენის რა თქმა უნდა !
ყველა ხომ მიდის
ვისგან?
ჩემგან !
თითქოს ჩემშია პრობლემა, თითქოს მე ვაფუჭებ რაიმეს
ყველა წავიდა და ეს ყველაფერი დამიმალეს
მადლობა
ალბათ ასეა საჭირო
მიზეზი არ ვიცი,  ვეძებ
ნეტავ იცოდე რომ ტყუილად
რომ ტყუილად დაეძებ
დავცინი ... ხო მე დავცინი ჩემს თავს
თითქოს შიგნიდან მე ვიღაც მმართავს !

გამარჯობა, მე ჰარი მარტელი ვარ ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი