ზამთრის შვილი


ცას უკანასკნელად დაჰკრავს მტრედისფერი,
ახლა ზამთრისათვის ემზადება ეზო,
ფიქრმა ჩამოთოვა სევდიან კლდეებზე
და მე გამომძახის დამეიმედეო.

ვხედავ, ზამთრის სუსხი ბილიკებზე დარბის,
კვალდაკვალ მივდევ და ვიკრავ კაბის ღილებს,
სახე დამეცვარა დილის თოვლის ნამით
და ეალერსება თვალებს გადაღლილებს.

ხელებზე ვგრძნობ ცივ და უხეშ შემოხვევას,
მკლავი გამიყინა ზამთარის თითებმა,
ვერც მე ვეურჩები, არც თვითონ ტოკდება,
ეჰ, კვლავ გამიხსენა ძლივს განარიდებმა.

რა ვქნა?.. მივეჩვიე უთოვლობის ზამთარს,
მხოლოდ ჩემში თოვს და ცაა ლაჟვარდფერი,
გამოიღვიძეო, კაწრავს ალვის ტოტი
ჩემს თეთრ ფანჯარას და უცხო ჰანგებს მღერის.

კვდება კანისფერზე ლურჯი ჩრდილობები
ვხვდები , მომეხვია, მკოცნის , როგორც ადრე.
ვერც მე ვეურჩები, არც თვითონ ტოკდება
და ამ ზამთრის ღამეს ისევ დავიბადე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი