მე მესმის შენი ღრიალი სათოფეამოლესილი ..


მე მესმის შენი ღრიალი სათოფეამოლესილი კოშკებიდან... 
იძრობ ტყავს, აბრუნებ და ახლიდან იცვამ ნაწილამოჭრილს,
აკერებ სხეულს იმ იმედით, რომ აღარასოდეს მოგიწევს გახდა...
და მაინც, მესმის შენი ბღავილი, სათოფეამოლესილი კოშკებიდან,
მაღლიდან დაშვებული მხვიარები რომ შესჩენია ლოდებს 
და მწვანე სხეულით მეტად ახშობენ შენს განწირულ გოდებას.
აქ ისმის, როგორ გლოვობ კანის შეცვლას და ლოცვით ცდილობ, 
ოქროს შუალედის პოვნას ხორცსა და სულს შორის.
ტყავს იძრობ და სული თუ აგყვა სიცოცხლეს გაატან. 
და მაინც იცვლი ამ ოხერ ტყავს, ცოდვისგან ფერთხავ, 
ნამჭკნარ ნაწილებს აჭრი და ტანზე იკერებ, 
იმ იმედით, რომ აღარასოდეს მოგიწევს გახდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი