შვება ახლიდან შობისა


ისეთი ვიწროა ეს ნაპრალი , სუნთქვაც კი მიჭირს, შენ_მშვიდად გძინავს. 
ფეხზე მკიდია ეს სილამაზე , რადგან როდესაც ჩუმადა ხარ, მაშინ ვგრძნობ სხივებს და არა მაშინ , როდესაც მტანჯავ.

მე დავიბადე ნაპრალის ძირში, რომელსაც თავზე უფსკრული ადგას  
და ბებერ ხავსზე დაკიდებული ვქანაობ ახლა. 
ხან ცალხელა ვარ, ხანაც მერჩის მარჯვენა ფეხი, 
რომ გადარჩენის გზა სავალი გადავივიწყო.

მაგრამ აქ არა , არ დავრჩები აქ,  სადაც შენა ხარ!

ყოველ ღამე , როცა მზე სხივებს მოაფარებს მაღლამფრენ მყინვარს 
და დასვრეტილი ღრუბლებიდან წამოუშენს წვიმა , 
მე ავალ მაღლა, ჯიბეში ქვიშით , რომ დამამძიმოს და მაფიქროს. 
თუ ტვირთს მოვშორდი დავივიწყებ სურვილს აღმამფრენს და საკუთარი ნებით გადავეშვები იქ , სადაც ვიშვი.

დღეს  ჩემი კვნესა გესმის და ფიქრობ , შენ მტანჯავ ასე , ხვალ კი გაიგებ , რომ შენი ხმაა . 
ხვალ, როცა ბუნაგს ერთი შერჩები 
და ყველა მხრიდან მოგესმება ძახილი შენი.  
მომძებნი ალბათ, ჯავრი რომ იყარო, მაგრამ ვერ მნახავ, რადგან იმ ღამის წვიმა, მთელი ეს დრო რომ იშრობდა ჩვენს ზემოთ მიწა , მე დამასველებს , თავით ფეხებამდე და ვიტყვი , იწყება!..

დავწერ ზღაპარს და აღარ გავთვლი ეს სიტყვები მანდ თუ ეტევა .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი