ზღვა , შორტები და ლურჯი ქოლგა


მე და შენ ვსხედვართ ბარის სხვადასხვა მხარეს და ერთიდაიმავე წინგს დავყურებთ. ხელში სიგარეტი გვიჭირავს და გადატვირთულ წინადადებებს რამდენჯერმე ვათვალიერებთ. 
მე და შენ ნაპირზე სხვადასხვა ხალხთან ვსხედვართ და ერთმანეთზე ვსაუბრობთ და ისე უჩუმრად ვაგზავნით მზერას, თვითონაც ვერ ვიჯერებთ, ასე ფეხაკრეფით როდის გაიპარა.
ვცურავთ, ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენის გამოც, თუმცა ერთიმეორეზე მეტად გვიყვარს წყალი. 
ჩვენ ვსეირნობთ საპირისპიროდ, 
მოსაუბრესთან ერთად ნაბიჯებს საოცრად სწორად ადგამ, 
მე კი ყოველ ბგერაზე ვკარგავ წონასწორობას.
შენ ცისფერი შორტები გაცვია და ჩემი ქოლგაა ცისფერი, ჩემი გრძელი პერანგი და პირსახოცი. 
ვაგროვებ ნიჟარებს და მინდა მათგან მაინც გავიგო შენი ხმა, ჩემკენ მომართული, მხოლოდ ჩემთვის გამეტებული სიტყვები. 
გაცქერდები, როცა შენგან ვგრძნობ მოთხოვნას , შენ _ჩემს ფიქრებს უსმენ.
წვიმს და ვსველდებით გვერდიგვერდ მდგომნი, 
წვიმს და ვნატრობ, რომ ხვალ არ იწვიმოს.
ისევ ჩაიცვამ ცისფერ შორტებს, მე კი გრძელ პერანგს და სანაპიროს ხმაურისკენ გადმოვინაცვლებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი