სად არიან ...?!


*****სად არიან?! *****
სად არიან
სად არიან 
ღვთისმშობელო ,
შენი მიწის განუყრელი შვილები ,
აქ როდემდე 
აქ სადამდე 
ვიბორძიკოთ
ხორცი არა სული დაგვაქვს მშიერი ,
გაანათე 
განაბრწყინე 
საქართველო,
გთხოვ მცირედით შეუცვალე იერი ,
თუ გინდ ისევ 
აგურ- აგურ 
ავაშენოთ 
და ნურაფრით ნუ გავხდებით მტრისები .
მომაწოდეთ 
ჭიქა წყალი 
მთების ჭიდან 
ქართულ ღვინის ააყვავეთ ლერწამი ,
გულში დარდის
ტბორი-ტბორზე დამდგომია
ნეტავ სიტყვა მიაღწევდეს ღმერთამდის ,
ეს ვერაგი 
სამყოფელი 
დარდის ზღვაა
ვერც ეს მაჯა დღეს ისეთი ვერ არის ,
ოდეს იყო 
სადღაც ფეხი 
ამიცდა და 
წლები ვითვლი, საქართველოს ზღვებს გავცდი ,
ვერ ვიგუე 
ვერ შევხორცდი 
ამ ყოფაში ,
და ჩემს სულში დღენიადაგ სევდა წვიმს ,
ამიკეცეთ 
შემიმოკლეთ 
ფართო გზები 
ჭაღარა თმა მაინც ვნახო დედასი ,
დამამუნჯეთ ,
დამაყრუეთ ,
გთხოვთ იქამდე 
ბრძოლის ძალა აღარ შემრჩეს მტერთათვის ,
ამიხდინე 
ამისრულე 
ეს ოცნება
შეიბრალე შენი შვილი ,ვერაგი ,
ჩაეკონოს 
ფეხი დადგას 
მშობელ მიწას 
დაიბრუნოს საქართველოს მტევანი .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი