,,ლესიჭინეს..."
,,გზავნილები გვიანდება ფოსტით, თურმე..."- თუთუნს ვაკრავ გაზეთებში- ვმშვიდდები მით... მთრგუნავს წერილს მიწერილი ,,Post Scriptum"-ი და ნერვები,- მოჭიმული მშვილდებივით! მსურს, მივუგდო, ავი ეჭვის ლეში- ჭიებს- და ქერა თმა ბადაგისფერ ქურქმა თელა... (ხელში- რუკას მოხაზული ლესიჭინე, დარაბებთან- იმერული კურკანტელა...) თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი