სიბნელე


ღამეა.. თუმცა არ ვიცი, ასეთი სიბნელე თუ ოდესმე ყოფილა, არც ის ვიცოდი, თუ სიბნელეს სხვა განმარტება - უიმედობაც ჰქონია. ახლა ბნელა, ისე, როგორც ეს ნაწერია ბნელი, უიმედო და წყვდიადის წიაღიდან ამოსტყორცნილი, ბნელი, როგორც თვალების შავი გარსი. ჩაყვინთული მასში ასე შევსქცერი არე-მარეს, ვუყურებ ახლა ამ ხალხს და ყველა ამწყვდიადისგან ვხედავ, რომ მოიწამლა, ვხედავ, რომ სიბნელე მათში მონარქიულად გამეფდა და ყოველი ახალი მათი ოპტიმიზმი სწორედ ამ სიბნელეშია შთანთქმული. და ვწუხვარ! ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს - მეც ჩავბნელდი! მეც გავდი სიბნელის ერთ-ერთი პიქსელი და ზევით ღმერთიც აღარ ჩანს, რადგან ყველაფერი ბნელია, ცაც ბნელია. და ეს ცრემლებიც, განა ამ სიბნელის გამონათება არ არის?! ვის ძალუძს იგლოვოს ამის გარეშე? ვის, გეკითხები მკითხველო! ვის? ვიცი, ვერ მიპასუხებ, ისიც ვიცი, რომ ამ ყველაფერში სრული სიზუსტით მეთანხმები. 
ვუყურებ ახლა ამ შენობებს, ანთებულ არემარეს და ბნელა, ბნელა ხალხის ცნობიერებაში, და ფანჯრებთან მდგარნი მის მინებზე, ქვითინით დაორქთქლილ მინებზე წარწერებს ვხედავ, „დამეხმარე“, „მიშველე“, „სად ხარ“, „ მალე მოდი“, „როდის განათდება..“, „სინათლე მინდა“, „ვბნელდები“ - ყოველივე ამის შემხედვარს რთულია არ გაგიჩნდეს აზრი რამის არ დაწერის, ხოდა მეც ავდექი და წავაწერე ჩემს ფანჯარაზე, „არასოდეს“, ირგვლივ კი ჩამოწვა დუმილი, თითქოს „ დ“ ბარაბანს გავდა, რომელიც სიბნელის მთავარი გამოვლინება დაანახა სამყაროს რომ სიჩუმეში ხდება სიბნელე, სიჩუმით იწყება ყოველი წყვიდადის დიქტატურა, დღეს კი არავინ იცის როდის გამონათდება, რომელიმე ხვრელიდან რაიმე სინათლის სხივი...

მუდამ ვდიოდი იმედით
სანამ ცა არ ჩამიბნელდა
და დასასრულს რომ მივედი 
მე თვალები ამიხელდა
რომ გონება დაბინდული
მაშინ მიწას ანათებდა
და უკვე მე გაყინული
აღსარებას აბარებდა
მაშინ ვნატრობდი სიკვდილს
კიდევ სიკვდილს კიდევ ერთსა
მერე შევეჩვიე მე ქვითინს
და ვნატრობდი მე დიდ ღმერთსა“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი