თეა რიჟამაძე - ფოტო

თეა რიჟამაძე

ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

0 55

პირფერობის სამოსი


შენ პირფერობის სამოსს იცვამ დიდი ხანია.
მეგობრის ღალატს ზიდავ გულით, არ გებრალები!
მე გიყურებ და არ დავმალავ, ის მიხარია,
რომ მაინც გიჭირს გამისწორო ახლა თვალები.
რომ მაინც დარჩა მცირე სინდისს შენში ადგილი,
და იმ სინდისის მისხალია დაუძლეველი.
არ დაუჯერო, ვისიც გწამდა, არის ადვილი.
აღარ გიყვარდეს, ვინც გიყვარდა, შეუძლებელი!
                        
                               02.12.2017
კომენტარები (0)