გამომაფოთლა


გამომაფოთლა გრძნობამ სხეულზე,
ჩემს უკითხავად გითხრა სათქმელი...
გიამბო გიჟზე,გადარეულზე,
რომელსაც დარდი მიეც ამდენი.
რომ შემძლებოდა ამის დამალვა, 
რომ გრძნობა ფიცის გატეხვას სჯიდეს,
რომ ეს თვალებიც რაღაც ალალად
არ წამოროშდნენ არ სათქმელს იმდენს.
ალბად არასდროს ხმას არ გაგცემდი!
ვივლიდით ისე ჩემთვის და შენთვის,
მხოლოდ ფიქრებში მოგიტაცებდი,
რაა შენახვა ამ გულში ერთის...
მაგრამ სხეულმა მეც არ დამინდო, 
სულ უნებლიედ გამომაფოთლა...
გულის ზრახვანი თვალწინ დაგიდო 
და ის უთქმელი სიტყვაც წარმოთქვა.
                    2004 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი