თეა რიჟამაძე - ფოტო

თეა რიჟამაძე

ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

0 29

ისევ გამოჩნდა


ისევ გამოჩნდა დამჭკნარ ნერგებში
მზე გაზაფხულის, ფიქრები სუფთა.
დღეს აღარ ვქრები მოგონებებში,
გუშინ კი მხოლოდ წარსული მსურდა.
    დღეს შეუცნობლის მინდა ამოხსნა
    და პოეზიამ სუნთქვით ამავსო,
    მინდა წარსულის ფოტო ჩამოვხსნა 
    და მომავლისკენ გავინავარდო.
კომენტარები (0)