შრიალის ძალა


ვინ აღუდგება წინ დიდი ტრფიალებს,
სიყვარულს მოაქვს ფრენაც და შიშიც.
დაცლი გრძნობებით სავსე ფიალებს,
ილუზიებით მოიკლავ შიმშილს.
   ვინ შეაჩერებს მონდორში ნიავს, 
   ტოტიდან ტოტზე შრიალის ძალას.
   ტრფობას გრძნობები მოაქვს და მიაქვს,
   ხან აჩენს ნდობას, ხან იწვევს ღალატს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი