თეა რიჟამაძე - ფოტო

თეა რიჟამაძე

ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე

0 54

შენ შეიძლება!!!


შენ შეიძლება არ მოგწონდეს მარტის წვიმა და
მერე იგივე წვიმა გსურდეს ივლისის ბოლოს !
ზამთარში შემხვდე, იწუწუნო -,,ყინვამ იმატა!"
რომ ეს ბუნებაც გაჯიუტდა ახლახანს მხოლოდ...
და რომ ,,ძველ დროში" ყველაფერი იყო ჩვეულად,
რომ თევზი ღირდა კაპიკები, ფულს ჰქონდა ძალა!
რომ ახლა იქცა ყველაფერი ასე წყეულად,
უწინ კი კაცი კაცს ჰგავდა და ქალაქი ქალაქს.
შენ შეიძლება გაეტირო წარსულ თარიღებს,
მოგინდეს თეთრი ქარიშხალის განმეორება.
მაგრამ რაც დარჩა კედლის მიღმა კარს არ გაგიღებს,
უკან არაფერს დაგიბრუნებს თურმე ცხოვრება.
კომენტარები (0)