რა ვთქვა


რა ვთქვა არადა რამდენია დღეს აქ სათქმელი,
რატომ დავღალო ენა მაინც ბოდვად მითვლიან,
რატომ დავუწყო ნერვებს წიწკნა ჩემივე ენით,
არადა ჩუმად ყოფნა,მაინც არ შემიძლია.
ვინ მოძალადე,ვინ მსხვერპლი ან ვინ ნატურალი,
ვინ საქართველოს მოქალაქე ან ილუზია,
თუ ვინმეს მზერის არიდებას ისურვებს ქალი,
ნუთუ ამისი შნო მას თვითონ არ გააჩნია.
რამდენ მათხოვარს გადაყრია ეს ჩემი თვალი,
და ვის მოვთხოვო სიბრმავისთვის აქ სამართალი,
რამდენ ბავშვს სძინავს მშიერს როცა სხვაა მაძღარი,
ნეტავი ამ ბავშვს ვის წინაშე მიუძღვის ბრალი.
რამდენ დასანახს აარიდა კანონმა თვალი
და დღეს ვიღაცას მზერისათვის დასჯიან ალბათ,
ამ დროს უყურეს ორ მამაკაცს თვალი ხელკავით
და ტაშის დაკვრით უნდა შევხვდე თურმე ამ ამბავს.
თუ მე ვაჯკაცს ვზრდი,რომ გამაცნოს მეგობრად კაცი
ღიმილით შევხვდე მომავალი კაც-რძლის დანახვას,
ლამაზი ქალის მზერისათვის დავსაჯოთ კაცი
რადგან ვიღაცა თურმე მზერით შეწუხებულა.
დაე იარონ სამშობლოში ლამაზ ქალებმა,
ქათინაურით რომ აავსონ ნატურალებმა,
რომ გაისმოდეს ქვეყანაზე რა დედამ გშობა
ლაშა და ლილე რომ დაწყვილდეს სჯობს გრიშა შოთს.
რა ვთქვა არადა რამდენია დღეს აქ სათქმელი,
რატომ დავღალო ენა,მაინც ბოდვად მითვლიან,
რატომ დავუწყო ნერვებს წიწკნა ჩემივე ენით
არადა ჩუმად ყოპნა მაინც არ შემიძლია..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი