აღსარება


ვცრემლობთ და ცრემლი გვიშველის განა,
ცოდვილი სული რით ცოცხლობს დღემდე,
უფალი ვინმემ დავინდეთ განა,
ჯვარს ვაცვით ის კი გვპატიობს ამას.
განა არ ვიცით ცოდვა და მადლი,
ვიცით და მაინც ვცოდავთ ყოველთვის,
ერთ მადლს ვაკეთებთ ცხრა ცოდვის ფასად 
შენდობას ღვთისგან მაინც მოველით.
მინახავს გზაზე მოხუც მათხოვარს,
როგორ უვლიან გვერდს ათასობით,
საბრალო თვალებს უმზერენ მყარად,
ცენტს ვერ იღებენ...
თუ ამოიღეს ხელის კანკალით გასცემენ მასაც.
ვიცი სამყარო ცოდვით აივსო,
ვცოდავთ და ისევ ველით შენდობას
უფალო მტკივა შენი ტკივილი
და შვილი შენი ველი შენდობას.
გიწამეს შვილი;გაშოლტეს,ცემეს,
არ დაუტოვეს საღი ადგილი,
მე ყველა შოლტი ისევე მტკივა,
რა ვქნა უფალო მართლა არ ვიცი.
თუ ჩემი ცრემლი ან სინანული,
სულ ცოტას მაინც მოგგვრის სიხარულს
ტკივილიმაინც დამრჩება გულში,
მაგრამ სულ ცოტას ვიგრძნობ სიხარულს.
გამთელე დამწვი ცოცხლად დამმარხე,
განა ღირსი ვარ შენგან დნდობის,
მიიღე ჩემგან ეს აღსარება 
ვიცი არა ვარ ღირსი შენდობის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი