ჰეი ქართველნო


ჰეი ქართველნო სად გაქრით,
რომელ ჯურღმულში ჩაგკეტეს,
სად გაქრა სული ქართული 
ბოროტმა სძლია სიკეთეს?!
ქართველი დედის ნანინა 
დღეს რად არ ისმის აკვანთან,
ანდა სად არის აკვანი 
შერწყმული იავნანასთან.
ქალის მანდილი დაფლითეთ,
გამოიყენეთ ნიღბებად,
ჩოხა ურნაში ჩასძახეთ
ახლა ქედს იხრით ჯინსებთან.
სად გაქრა სული ქართული
ვაჯკაცი რკინის გულისა
სად გაქრა დედა ქართველი 
ხმა არ ჟღერს იავნანისა.
რა საცოდავნი გავმხდარვართ 
რანი ვიყავთ და რანი ვართ,
სულ დაგავიწყდათ ადათი 
არადა რა ცოტანი ვართ.
დღეს კაცს ვერ ვარჩევთ ქალისგან,
არც ქალს შემორჩა სინაზე,
ქართველი დედა ძილის წინ
ვერ ფიქრობს იავნანაზე.
აკაკის აკვანს დავძინეთ 
ილიას ლაფი დავასხით,
ვაჯას ნამუსი წავბილწეთ
ძლიან დავპატარავდით.
ჰეი გონს მოდით ქართველნო,
მორჩით ამ ტაკიმასხრობას,
ქართველი კაცი გვჭირდება
დღეს საქართველო მარტოა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი