0 65

რომ შენ ხარ ადამიანი


დანაყრება მსურს სულის,
მარტოობისგან დახსნა,
აღარ სრულდება ომი,
აღარ სრულდება დაღლა.
თვალმა შეიშრო ცრემლი,
გულმა შეწყვიტა ძგერა
და ქუჩის ბოლოს ძაღლი
აღარ აჩერებს ყეფას.
ძაძებით ვლანდავ აჩრდილს
ხელგაწვდილ ვინმე "დედას"
ივე პატარა ბავშვი
დარბის სულ ფეხშიშველა.
იქვე ხის სკამზე სძინავს
გარეთ დარჩენილ ჩემს "ძმას"
ხიდზე დგას სუიციდი,
მე მივამსგავსე ჩემს "დას"
ქუჩის ბოლოს კი "ბაბუ"
მყარად ეყრდნობა ხელჯოხს,
მისი თვალები ნაღვლობს
სიცოცხლეს მაინც ვერ თმობს.
იქვე ურნასთან ისმის,
ჩვილის ტირილი მძიმე,
-დედისთვის გავხვდი ტვირთი
მომეშველეთო ვინმემ.
ტაძრის ეზოში მუხლზე
უშვილო ქალი თრთოდა,
უფალს მხურვალე ლოცვით
დედა გავხვდეო თხოვდა,
...და მე ამდენის მხილველს,
მსურს აგიხილოთ თვალი,
ძაღლს დაპურება უნდა
რა გახდა ერთი ძვალი
და თუ ძაძებში ნახოთ
ხელგამოწვდილი ქალი,
ნუ მიაწოდებთ ხურდას
სჯობს გულში ჩაიკარით.
და თუ ფეხშიშველ ბავშვში
ჩვენივე შვილებს ბიგრძნობთ,
ჩავაცმევთ ცივ ზამთარში
გავუნაწილებთ სითბოს.
თუ ჩავიარეთ სკამთან 
ლოთს რომ ტკივილით სძინავს,
დავიმეგობროთ ისიც
ვურჩიოთ იყოს ფხიზლად.
გზა არეული გოგო
სუიციდი რომ იპყრობს,
გზა დავანახოთ მყარი
სწორი გზა ყველა შიშს სპობს.
მოხუც ბაბუს კი ასე
ჩაფიქრებულს რომ ვნახავთ,
გულში ჩავიკრათ თბილად
ვუთხრათ ძლიერ გვიყვარხარ.
ურნასთან თოთო ბავშვი,
უმალ ვაშოროთ ქუჩას,
ამდენ უშვილო დედას 
ჩავაკრად შვილი გულთან.
თუ ყველა განსაცდელი
ჩვენს განსაცდელად იქცა,
ერთად დავძლიოთ ყველამ
ჩვენც მივბარდებით მიწას.
მერე შწყდება ომები
დღე დაგვიდგება მზიანი,
მაშინ მიხვდები ცხოველო,
რომ შენ ხარ "ადამიანი".
კომენტარები (0)