0 43

ისე წვიმს


ისე წვიმს როგორც ბებერ თვალებს სიკვდილის შიშით,
შემოაწვება სევდა სევდის ცრემლად იღვრება,
ისე წვიმს როგორც მილეული ნამგალა მთვარე,
განიცდის ცაზე მის ნაკლოვან განახევრებას.

ისე წვიმს როგორც პატარა ბავშვს ებრძვის ოცნება,
დიდობის წყურვილს გულმოდგინედ ესალბუნება,
მერე გაზრდილი რომ ინატრებს ბავშობის წლებს და
ნატვრის მორევში წვიმის ცრემლის წვეთად იღვრება.

ისე წვიმს როგორც ჩემს ლექსებში ცრემლია ზღვისა,
როგორც რითმაში შეპარული სეტყვა მაღლიდან
როგორც დღიურში წარსულების გადასაღებად
ახალი ტალღა იბადება და აღელდება.

ისე წვიმს როგორც მელოდია წკაპ-წკუპ წკაპ-წკუპ წკაპ
მე ხელგაშლილი შეშლილივით ვდგევარ წვიმაში,
ვტრიალებ, ვბრუნავ ,მელოდიურ წვიმის წიაღში
და ღიმილები ივსებიან ყოველ ტრიალში.

ისე წვიმს როგორც პოეტს უყვარს მუზასთან წვიმა
როგორც გამომშრალ დედამიწას უყვარს გალღვობა,
ისე წვიმს როგორც არასოდეს მაგრამ საოცრად,
მე და ,,მე''მუზა ,ლექსი ,წვიმამ დაგვამეგობრა.
კომენტარები (0)