მონსტრადაც მცნეს


ცივა სულს,საცივეთის ქარი უბერავს,
ტკივა გულს ტკივილეთის მწვავე სენით და
ფიქრს ისევ საფიქრეთის ქარიშხალი მგლეჯს
ჩემში ძვლებს უღიმღამო შინაარსი ტეხს.
ღამე თვლემს ღია თვალებს შიმშილი სდის,
დედა შვილის იავნანის გარეშე ზრდის,
წამი ცრის ,წუთები კი პენტავენ თოვლს
ჩემში ღრმად ჩაეძინა მგელსა და ლომს.
სადღაც შორს იმედების მარცვლები დევს
თანხმოვან რბოს,ხმოვნებისგან ესესხათ დრო,
ბრუნვაში კვლავ შვიდჯერადი ბგერები ჟღერს,
მიჩივლეს დღეს ,მიზეზია; გავასწარ დროს.
მიღიმის მზე მთვარეული მზერისთვის მე
ბორკილებს, მდებს ერთფეროვან ნაკლოვან ფრთებს
მე თვითონ ვტეხ უნიათო გაფრენილ მრევლს
ამიტომ დღეს საბოლოოდ მონსტრადაც მცნეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი