რა საჭიროა ვინმე სხვა? ..


რა საჭიროა ვინმე სხვა? -
მხოლოდ შენშია საშველი.
მით უფრო - ბავშვივითა ხარ
და არავინ გყავს დამშლელი.
გული გაქვს - დაშლი, ააწყობ
და სულ გულს ეთამაშები...
გარეთ მზიანი დღე არის
თბილი და ნაღვლის წამშლელი.
ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს
ისევ კენკავენ შაშვები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი