მამას დაბადების დღე


სარკეში იყურები
და კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში,
თუ როგორ ჰგავხარ მას -
სრულიად ჭაღარა
და სახედაღარული;
მომღიმარი
და თბილნაღვლიანი...

როგორ ჰგავხარ მას,
ვისგანაც ხარ,
ვისგანაც მოდიხარ!..

და უფრო გაუღიმე,
უფრო მოეფერე
მას - შენში დანახულს;
მიულოცე
და მადლობაც
თვითონ უთხარი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი