ქართველები ვყიდით „ტავარს“


ზოგმა ცხოვრება ისე გალია,
არ აუგია ერთი ნალია,
ნუთუ ჭამა-სმის გარდა ამ ქვეყნად
სხვა არაფერი არ გვავალია?

ვხედავ ქვეყანა გვენგრევა თავზე,
ჩვენ კი ხელებზე გვადევს ხუნდები,
სახლიდან გავალთ გავყიდით „ტავარს“
და კვლავ ოჯახეს დავუბრუნდებით.

ჩვენი „პრობლემა“ ხომ ჭამაშია,
კუჭის ზემოთ ხომ ვერ ვიყურებით?

თუ რამ ვიშოვეთ ოჯახებს ვახმართ,
ვტკბებით ჩვენივე სახლის ყურებით,
ოჯახის გარეთ ვერაფერს ვხედავთ,
ჭიშკრის გადაღმა არ ვიყურებით.

მეც თქვენსავით ვყიდი „ტავარს“
სამშობლოს ხსნას სხვისგან ველი,
„ჩვენისთანა ბედნიერი არის კიდევ სადმე ერი“?

მოდით დავფიქრდეთ უფრო ღრმად
ვიდრე დღე გვიდგას მზიანი,
ილიამ დასვა შეკითხვა:
კაცია ადამიანი?

                    *      *
თათქარიძე ჩვენი ყოფის სარკეა,
(თუმც მას შემდეგ დრო მრავალი გამოხდა)
მაინც მასთან ჩვენ მეტი გვაქვს საერთო,
ვიდრე თავად მისი წიგნის ავტორთან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი