ზოგი ”მოყვასი”

ზოგი მოყვასის ბუნება
ხშირად მაოცებს, მაკვირვებს,
უსინდისობა მადარდებს,
უნამუსობა მაყვირებს.

შენთან დაჯდება შენია,
ღვინოს სვამს ძმობას გაფიცებს,
შენს მტერთან შენი მტერია,
გლანძღავს და დედას გაგინებს,

თუ რამეს ელის, იცოცხლე
ენით სულკოშკებს აგიგებს,
გიმტკიცებს შენი გულისთვის,
სისხლს უკანასკნელს გაიღებს.

თუ დასჭირდება ბრძენია,
გმოძღვრავს, გასწავლის, გარიგებს,
თუ არ უნდა და ყრუ არის,
ბომბის ხმასაც ვერ გაიგებს.

როგორც ვთქვი, თუ რამესელის
არვინ ჰყავს შენი სადარი,
ცამდე აგიყვანს მისთვის ხარ:  
გმირი და მთავარსდარდალი.

თუ არა ძმასაც გაყიდის,
ასეა  (თუგინდმომკალი)
სულ უცხო არის იმისთვის,
სინდისი, კაცის მორალი.