ხმა ისმის სადღაც ძალიან შორი


ხმა ისმის სადღაც ძალიან შორი,
და მარტო მესმის დემონის ოხვრა,
ქუჩაში ისევ მზისფერი თოვლი,
და ისევ ვფიქრობ შენ როდის მოხვალ,
მესმის ქარების ცივი ხმაური
შიშმა წაიღო ყველა მიგნება
ახლაც თავზარი აურზაური
და ცაზე შავი შუქი ინთება,
და მარტოდ მარტო შევყურებ ზეცას
ქარმა წაიღო ფიქრების ჯარი
სიზმარში ისევ კვლალ დამესიზმრა
დიდი ოცნების პატარა ქალი,
გამომეღვიძა შემერყა რწმენა
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
სიყვარულისგან მთვრალი ვარ თითქოს
მაგრამ ხელახლა ხელახლა გიცდი,
და თითქოს ღამეს ტირის გრიგალი,
მთვარეც განიცდის ჩემ ასეთ ყოფნას,
ამ ღამეს შენით დავხუჭავ თვალებს,
და მერე თუნდაც ჩალათმაც მომკლას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი