მოვა დრო…


უკვე მესამე ლექსს ვატან ღამეს,
მხოლოდ ის გაიგებს ჩემს განაჩენს.
სევდიანი ყოფილა დღეს მუზა,
რადგან დაკარგულა ისევ უგზოდ.

მთვარე ელის,როდის ვეტყვი რამეს,
გული ვეღარ იტევს ამდენ ნაღველს.
ცის ვარსკვლავი შემომცქერის მორცხვად,
მასაც უნდა,რომ ვცხოვრობდე ქორფად.

ქარიშხალი ისევ არხევს ფოთლებს,
და სიგრილით თავის სითბოს სტყორცნის.
ჩემთან ფარფატებს ღამის პეპელა
ცეკვავს ტანგოს,კოხტად,ნაზად,ნელა.

მე შევღაღადებ გოდებით ღმერთს,
ნეტავ როს გაიგებს,რას იკისრებს?
ნუთუ გაიგებს ოდესმე ლოცვას,
და შეანელებს ამ ღამის ოხვრას.

მაგრამ ალბათ ვითხოვ ბევრს,
სხვების ხვეწნაც ისმის დღეს.
მაშ ველოდოთ,მოვა დრო,
როს იხარებს ნორჩი რტო.

ვიცი,მოვა,არ დამტოვებს,
ზამთრის ფიფქი არ დამთოვებს;
აწ დამდგარა გაზაფხული
და აღარ ვარ დაკარგული…(ალბათ)
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი