თბილისო


ისევ თამბაქო და დღეა მზიანი,
ჩიტების გალობა,ბუნების ხარება;
დღეს მე არა ვარ ურჩი,სევდიანი
რადგან წასვლა გადაწყვიტეს ავდრებმა.

ფაქიზი სხივები ნაზად მათბობენ,
ველი ზაფხულის მშვენიერ დღეებს;
ზღვის ზვირთ ტალღები გამაცოცხლებენ,
როს მომანიჭებს თიბათვე ფერებს.

თბილისის ქალაქს როდესაც ვტოვებ
და მივემართები სხვა სავანეში;
ასე მგონია, ქუჩნი მიხმობენ:
„გთხოვ,არ ჩაგვაგდო ჩვენა საფრთხეში!”

ბევრი ქალაქი მაქვს შემოვლილი,
მაგრამ ტიფლისის მსგავსი ვერ ვნახე;
მელანქოლიით არს შემოსილი,
მაგრამ ყველაზე ტურფა აქვს სახე.

ეს მოკირწყლული ქუჩები მიყვარს,
ცვრიანი ბალახის ნატიფი სურნელიც;
მოპირკეთებული გუმბათნიც მიყვარს,
ამ არე-მარეში ყოველი სულდგმულიც!

ხანდისხან მაღონებს,ზოგჯერაც მღლის,
მაგრამ ერთგული დავრჩები მისი;
ავალ მწვერვალზე ამაღამ მთის,
დავიფიცებ,რომ შვილი ვარ მისი!

წმინდა საყდარი მგონიხარ,კარგო,
ვერ შემაცვლევინებს ვერავინ აზრს;
თბილისო,შენა ხარ ჩემი სატრფო,
სხვა ვერავის ვერ შეგადარებ თავს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი