ჩემო თავო


შენზე მშვიდი ვინმე არის?
ჩემო თავო,ჩემო თავო…
გულს რად მოხვდა მშვილდ ისარი?
თუ უმანკო გოგო ხარო…

ტრფობის ტვირთს რომ ზიდავდი,
რად გაგიქრა ნაპერწკალი?
სიკვდილს როს იზიდავდი
არ მოგწყურდა ყოფა წყნარი?…

ხატის წინ იფიცებოდი,
„ჩემი ბედი ხარო!”
მაშინ რად დანებდებოდი,
შენა,ჩემო ვარდო?!

კარგია,რომ დაივიწყე,
აწი უკვე გვიან არს;
ყოველ ახლიდან დაიწყე
და მიჰხედე თავს.

მოხარულ ვარ,გაიშალე,
ჩემო მორცხვო ია!
არაფერი დაიშალო,
ახდეს, რაც გწადია!

ქარი დალალს რომ აგიშლის,
მოგიყვება,როგორც ღელავს;
ის მაინც ხომ არ დაგიშლის,
რომ გაუყვე გულის ფეთქვას.

მთვარეც გვერდში დაგიდგება,
ის ხომ არის შენი მოძმე;
გიამბობს,თუ რასა შვრება
წყლის პირად მტირალი მოყმე.

როს იხარებენ ყაყაჩოები,
დაღვრილი ცრემლი მე შემაშრება;
შენც,ჩემო ჭმუნვა მალე მორჩები
და მხოლოდ შრამი-ღა გამომყვება!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი