ქსელები თავში


ზოგჯერ მინდა ოჯახი, სწავლა, მეგობრები და ყველაფერი მივატოვო, რაც ჩემს ცხოვრებას ერთფეროვნებას სძენს და გავიქცე. გავიქცე ოღონდ არ ვიცი სად. მინდა შორს წავიდე და აქაურობას მოვშორდე, სადმე გადავიკარგო და აღარ დავბრუნდე. მომბეზრდა ერთფეროვანი ცხოვრების ნოტები, რომლებიც მახსენებენ, რომ დღე წინასწარ დაგეგმილია და ის უნდა ვაკეთო, რაც სხვებს მოუნდებათ. იმას არ ვაკეთებ, რაც მინდა. მუდმივად სხვას დაემორჩილო უაზრობაა... 
მაგრამ ვერ ვუსხლტები აქაურობას ვერ მივრბივარ. ზოგჯერ სრულიად უბრალოდ ტირილი მინდა ისეთი, რომელიც ამ სამყაროში ყველა უბედურებასა და დაბრკოლებას გადარეცხავს და აღარ იქნება უსამართლობა, რომელიც ყველას ფეხს აბიჯებს და ბალახზე ფეხსაცმლის გაწმენდით იშორებს. ჩემი ცოვრება უსამართლოა? მგონი კი. მე არ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მომინდება, რადგან ამ ქვეყნად ისეთი ადამინები დაიარებიან, რომლებსაც ტკივილის მოყენება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ ყველააფერი ერთ წამში გაანადგურონ და გაიცინონ, გაიცინონ ისეთი სიცილით რომელიც კანს აგიბურძგნის, კუნთებში ზარს დაგირეკავს და ძვლებს გაგიყინავს. მე არ შემიძლია ვიცოცხლო სუნთვის გარეშე, მაგრამ უფრო მეტად ახლობლების გარეშე, მაგრამ ისინი თავს მაბეზრებენ მავიწყებენ, რომ მეც მაქვს სურვილები, რომ მეც მინდა გავიგო რა არის ახალგაზრდობა, რომ მეც მინდა გავიგო რას ნიშნავს პირველი სიყვარული, რომელსაც მე თავადვე განვეშორები ჩემი მატერიალურად მოაზროვნე გონების გამო და კიდევ სირცხვილის გამო. მე მეშიანია, რომ მყავდეს შეყვარებული მეშინია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და მქონდეს პირადი ცხოვრება, რომლებიც მეგობრების წრის გარდა სხვა, რამესაც შეიცავს, სადაც მხოლოდ ერთვისათვის იქნება ადგილი. 
ხშირად ვფიქრობ მარტო დარჩენაზე, სადმე ტყეში არსებულ სახლზე, რომელიც ხეზეა აშენებული და ქვის ბუხარზე, რომელთანაც წიგნებს წავიკითხავდი და ფურცელზე ნადღაბნებს შევასრულებდი. არ ვიცი რას შევჭამდი ან რას ჩავიცმევდი, მაგრამ ასეთ ცხოვრებაზე უარს არ ვიტყოდი. მე არ ვარ ის ადამიანი ვინადაც თავი მომაქვს. თუმცა არც ის ვიცი ვინ ვარ. მე არაფერი ვარ, ერთ-ერთი ცხოველი ვარ, რომელიც დედამიწის სულის დასამძიმებლად და ათი მცნების დასარღვევად მოევლინა, რომელიც ბაძავს სხვა მისი წინაპარი ცხოველების საქმეებს და ბნელ ძალებს საკუთარი სუფთა სულის წაბილწვაში ეხმარება. მთავარი პრობლემა კაციობრიობის ეს მე ვარ ძლიერი, მცოდნე და მოაზროვნე, მე თვით კაცობრიობა ვარ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი